„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 11/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016598
51
04/06/2018
ვებგვერდი, 05/06/2018
120340000.22.026.016598
„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №51

2018 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016369) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია



დანართი №1
წახალისების სახის გამოყენებაზე

უფლებამოსილი თანამდებობის პირების ნუსხა


თანამდებობის პირი

სამხედრო მოსამსახურეთა წრე

წახალისების სახეები

1. მინისტრი

 1.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის (შემდგომში – „სისტემა”) სამხედრო მოსამსახურე

ფასიანი საჩუქარი, ფულადი ჯილდო, მადლობა

1.2. სისტემის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობა და მხედართმთავარი

მადლობა, საპატიო სიგელი, მოკლევადიანი დათხოვნა

2. გენერალური შტაბის უფროსი

2.1. სისტემის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა მხედართმთავარისა;

2.2. სისტემის სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების და უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა

მადლობა, საპატიო სიგელი, მოკლევადიანი დათხოვნა

3. გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე

3.1. სისტემის სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების და უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა

მადლობა, საპატიო სიგელი, მოკლევადიანი დათხოვნა

4. სარდალი;

მეთაური (ბრიგადა, ბატალიონი, დივიზიონი, ესკადრილია, სპეციალური ოპერაციების ძალები);

უფროსი (ეროვნული გვარდია);

ხელმძღვანელი (ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ცენტრი/ბაზა, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სკოლა/ცენტრი, კავშირგაბმულობის ცენტრი, ასეული, ბატარეა, კურსი, პოლიკლინიკა, რაზმი, რგოლი, ჯგუფი, საპატიო ყარაული, სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი)

4.1 დაქვემდებარებული დანაყოფის საშტატო/დროებით საშტატო თანამდებობებზე დანიშნული სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სამხედრო მოსამსახურეები მივლინებული არიან სხვა დანაყოფში;

4.2. დაქვემდებარებულ დანაყოფში მოვლინებული ან ოპერატიულ მართვაში გადაცემული დანაყოფის სამხედრო სამსახურის - რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა სამხედრო პოლიციის და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტების სამხედრო მოსამსახურეებისა

მადლობა, საპატიო სიგელი,  მოკლევადიანი დათხოვნა

 

5. უფროსი (სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი)

5.1 დაქვემდებარებული დანაყოფის საშტატო/დროებით საშტატო თანამდებობებზე დანიშნული სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა;

5.2 ამ დანაყოფში მოვლინებული ან ოპერატიულ მართვაში გადაცემული დანაყოფის სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურე მივლინებულია სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში და პირიქით

მადლობა, საპატიო სიგელი, მოკლევადიანი დათხოვნა

 

6. ხელმძღვანელი (საჯარო სამართლის იურიდიული პირი)

6.1 დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო/დროებით საშტატო თანამდებობებზე დანიშნული სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა;

6.2 დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოვლინებული სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა სამხედრო პოლიციის და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტების სამხედრო მოსამსახურეებისა

მადლობა, საპატიო სიგელი, მოკლევადიანი დათხოვნა

 

7. მეთაური (საზღვარგარეთ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მივლინებული სამხედრო ძალების დანაყოფი/ჯგუფი)

7.1 დაქვემდებარებული დანაყოფის/ჯგუფის სამხედრო სამსახურის კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა

 

მადლობა, საპატიო სიგელი, მოკლევადიანი დათხოვნა

 

 

შენიშვნა:

1. ამ დანართში მითითებული წახალისების სახეები ამავე დანართში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეთა წრის მიმართ გამოიყენება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ მე-8 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2. ამ დანართში მითითებული წახალისების სახეები შესაძლებელია აგრეთვე გამოყენებულ იქნეს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით.

 

                                                                                                                                              

დანართი №2

 

დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ნუსხა

თანამდებობის პირი

სამხედრო მოსამსახურეთა წრე

დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

 1. მინისტრი

1.1 სისტემის სამხედრო მოსამსახურე

სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება

1.2 სისტემის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობა

სამსახურიდან დათხოვნა

1.3 სისტემის სამხედრო სამსახურის უმაღლესი შემადგენლობა, მხედართმთავარი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი

შენიშვნა, საყვედური, ხელფასიდან დაქვითვა

2. გენერალური შტაბის უფროსი

2.1 სისტემის სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების და უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა

 

შენიშვნა, საყვედური,

ხელფასიდან დაქვითვა,

რიგგარეშე განწესში დანიშვნა, სამსახურიდან დათხოვნა, დასვენების უფლების შეზღუდვა

2.2 სისტემის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრები გარდა 1.3. გრაფაში მითითებული სამხედრო მოსამსახურეებისა

შენიშვნა, საყვედური, ხელფასიდან დაქვითვა

3. გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე

3.1  სისტემის სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების და უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა

შენიშვნა, საყვედური, რიგგარეშე განწესში დანიშვნა, ხელფასიდან დაქვითვა, დასვენების უფლების შეზღუდვა

4. სარდალი;

მეთაური (ბრიგადა, ბატალიონი, დივიზიონი, ესკადრილია, სპეციალური ოპერაციების ძალები)

უფროსი (ეროვნული გვარდია);

ხელმძღვანელი (ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ცენტრი/ბაზა, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სკოლა/ცენტრი, კავშირგაბმულობის ცენტრი)

4.1 დაქვემდებარებული დანაყოფის საშტატო/დროებით საშტატო თანამდებობებზე დანიშნული სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი, მიუხედავად სამხედრო წოდებისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სამხედრო მოსამსახურეები მივლინებული არიან სხვა დანაყოფში;

4.2 დაქვემდებარებულ დანაყოფში მოვლინებული ან ოპერატიულ მართვაში გადაცემული დანაყოფის სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა სამხედრო პოლიციის და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტების სამხედრო მოსამსახურეებისა

შენიშვნა, საყვედური, რიგგარეშე განწესში დანიშვნა, ხელფასიდან დაქვითვა, დასვენების უფლების შეზღუდვა

5. ხელმძღვანელი (ასეული, ბატარეა, კურსი, პოლიკლინიკა, რაზმი, რგოლი, ჯგუფი, საპატიო ყარაული, სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი)

 

 

5.1 დაქვემდებარებული დანაყოფის საშტატო/დროებით საშტატო თანამდებობებზე დანიშნული სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების; უმცროსი ოფიცრებისა და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სამხედრო მოსამსახურეები მივლინებული არიან სხვა დანაყოფში;

5.2. დაქვემდებარებულ დანაყოფში მოვლინებული ან ოპერატიულ მართვაში გადაცემული დანაყოფის სამხედრო სამსახურის -რიგითების და კაპრალების, სერჟანტების; უმცროსი ოფიცრებისა და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა სამხედრო პოლიციის და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტების სამხედრო მოსამსახურეებისა

შენიშვნა, საყვედური, რიგგარეშე განწესში დანიშვნა, დასვენების უფლების შეზღუდვა

 

6. უფროსი (სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი)

6.1 დაქვემდებარებული დანაყოფის საშტატო/დროებით საშტატო თანამდებობებზე დანიშნული სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა;

6.2 ამ დანაყოფში მოვლინებული ან ოპერატიულ მართვაში გადაცემული დანაყოფის სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურე მივლინებულია სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში და პირიქით

შენიშვნა, საყვედური,

რიგგარეშე განწესში დანიშვნა, ხელფასიდან დაქვითვა, დასვენების უფლების შეზღუდვა

7. ხელმძღვანელი (საჯარო სამართლის იურიდიული პირი, გარდა ამ დანართის მე-8 გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)

7.1 დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო / დროებით საშტატო თანამდებობებზე დანიშნული სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა;

7.2 დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოვლინებული სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა სამხედრო პოლიციის და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტების სამხედრო მოსამსახურეებისა

შენიშვნა, საყვედური, რიგგარეშე განწესში დანიშვნა, ხელფასიდან დაქვითვა, დასვენების უფლების შეზღუდვა

8. მეთაური (საზღვარგარეთ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მივლინებული სამხედრო ძალების დანაყოფი/ჯგუფი)

8.1 დაქვემდებარებული დანაყოფის/ჯგუფის სამხედრო სამსახურის კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა

 

შენიშვნა,  საყვედური, ხელფასიდან დაქვითვა

9. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი

9.1 იუნკერი;

9.2 ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მოვლინებული სამხედრო სამსახურის რიგითების, კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა სამხედრო პოლიციის და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტების სამხედრო მოსამსახურეებისა

შენიშვნა, საყვედური, რიგგარეშე განწესში დანიშვნა, ხელფასიდან დაქვითვა, საკრედიტო ქულის დაკლება,

სასწავლებლიდან გარიცხვა დასვენების უფლების შეზღუდვა

 

შენიშვნა: ამ დანართში მითითებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები ამავე დანართში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეთა წრის მიმართ გამოიყენება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.“.