„მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №764 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 292
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 08/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.020607
292
01/06/2018
ვებგვერდი, 05/06/2018
240110000.10.003.020607
„მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №764 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №292

2018 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

„მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №764 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, „მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №764 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2014, 240110000.10.003.018384) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1.  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაცია ამ წესის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი −  სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი