დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №637 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 291 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 01/06/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.020606 |
291
01/06/2018
ვებგვერდი, 05/06/2018
240110000.10.003.020606
„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №637 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №637 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №637 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, 240110000.10.003.019704) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დიაგნოსტიკის სახელმძღვანელო განკუთვნილია ფრინველის გრიპის კონტროლზე პასუხისმგებელი უწყების − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოსა (შემდგომში − სააგენტო) და ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკაზე მომუშავე ლაბორატორიებისათვის.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები