„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1577
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016437
1577
04/06/2018
ვებგვერდი, 05/06/2018
010170000.22.029.016437
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №1577

2018 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

 

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 15/08/2013, 010170000.22.029.016059) პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებულ „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის  შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ – დანართი №6 -ში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი




დანართი 6

საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი

ქულა

ა.ა) დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას და:

ა.ა.ბ) მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას;

ა.ა.გ) მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან ობიექტის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებული პროცედურა,

ა.ბ) დევნილი ოჯახი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა საცხოვრებელი სახლი/ბინა და იპოთეკური სესხის გადაუხდელობის გამო დაკარგა აღნიშნული საკუთრება და:

ა.ბ.ა) მესაკუთრე ახორციელებს დევნილთაგან საცხოვრებელი სახლის/ბინის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურას;

ა.ბ.ბ) მესაკუთრემ განახორციელა დევნილთაგან საცხოვრებელი სახლის/ბინის გამოთავისუფლების კანონით გათვალისწინებულ პროცედურა.

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

1,5

საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია).

2

დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც სახელმწიფო ან/და მუნიპალიტეტის ინტერესებიდან   გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს. აღნიშნული ინტერესი ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული მუნიციპალიტეტის (თუ ისინი არიან მესაკუთრეები) ან სხვა საჯარო უწყების მიერ, რომელიც ფლობს აღნიშნულ შენობას.

3

დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე.

1,5

შენიშვნა 1: ამ დანართის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქულა არ მიენიჭება დევნილ ოჯახს იმ შემთხვევაში, თუ იგი დაეთანხმება მესაკუთრის სასარჩელო მოთხოვნას გამოსახლების თაობაზე

შენიშვნა 2: იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახი აკმაყოფილებს ამ დანართის „დ“ ქვეპუნქტს, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი პირის საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკომლო ჩანაწერი ან სხვა შესაბამისი უფლებადამდგენი დოკუმენტი)

შენიშვნა 3: ამ დანართის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქულა არ მიენიჭება იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც სამინისტრო ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის შესაბამისად უხდის ქირის თანხას

შენიშვნა 4: ამ დანართის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქულა, დევნილ ოჯახს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ კომისიის მიერ, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციისა და ფოტომასალის წარდგენის საფუძველზე ან დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების  განყოფილების მიერ, იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადს თან ერთვის და/ან სამინისტროში არსებობს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა (სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტირებული საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა).

შენიშვნა N4 არ ვრცელდება იმ განაცხადებზე, რომელთა წინასწარი შეფასების შედეგები, ამ წესით დადგენილი შესაბამისი პროცედურის საფუძველზე, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გამოქვეყნდა სამინისტროს ვებგვერდზე.