დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ტრაქტების“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."ტრაქტები" |
| მიღების თარიღი | 01/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
განცხადება
(მოსაწვევი) |
სს „ტრაქტების“ სამეთვალყრეო საბჭო და გენერალური დირექტორი მერაბ ყვავაძე საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ სს „ტრაქტების“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2018 წლის 29 ივნისს, დღის 12.00 საათზე, ქ. თბილისში, გულიას ქ. №1-ში (ადმინისტრაციული შენობა, II სართული).
სს „ტრაქტების“ აქციონერთა კრების სააღრიცხვო დღედ დადგინდეს 2018 წლის 31 მაისი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება, ხმის უფლება და სხვა მონაცემები აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ სს „საქართველოს რეგისტრატორში“ მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა. ტელ.: 2-22-53-51; საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ აქციონერებს, რომლებსაც აქციებზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისათვის. დამატებითი ინფორმაციისათვის აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ სს „ტრაქტების“ ადმინისტრაციას მისამართზე: თბილისი, გულიას ქ. №1 (ადმინისტრაციული შენობა, II სართული), ტელ.: 2-72-26-62; სს „ტრაქტების“ აქციონერთა საერთო კრებაზე დღის წესრიგში განხილულ იქნება შემდეგი საკითხები: 1. საჯარო რეესტრის ხარვეზის განხილვა; 2. რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შესახებ; 3. სხვადასხვა მიმდინარე საკითხების განხილვა. სს „ტრაქტების“ სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორ(ებ)ის რეკომენდაციები: აქციონერებს, რომლებსაც სურთ დღის წესრიგში დამატებითი საკითხების განხილვა, საერთო კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე გთხოვთ წერილობით აცნობოთ სს „ტრაქტების“ ადმინისტრაციას. აქციონერებს გთხოვთ დაესწროთ საერთო კრებას. სს „ტრაქტების“ სამეთვალყრეო საბჭო და გენერალური დირექტორი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები