დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N66 დადგნილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.166.016406 |
|
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №66 დადგნილებაში (სსმ, ვებგვერდი: „www.matsne.gov.ge“, 27/12/2017, 010260020.35.166.016363) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები: „5. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, თანასწორობის, საჯაროობისა და სამართლიანობის პრინციპების შესაბამისად. 6. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ და ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის და შიდა აუდიტის სამსახურის დებულება, ასევე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები. 7. სამსახურს აქვს ბეჭედი, იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს, საკუთარი დასახელების აღნიშვნით.“. 2. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ჩაატაროს ყველა მიმდინარე პროცესის მონიტორინგი, ანალიზი და შესწავლა.“ . 3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. სამსახური უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება არაგეგმური შიდააუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ. 7. განახორციელოს შიდა აუდიტთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.“. 4. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. რისკების შეფასების საფუძველზე, სამსახური ამზადებს სტრატეგიულ და ყოველწლიურ გეგმებს: ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს მერიის გრძელვადიანი მიზნებიდან და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს; ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და შეიცავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს.“ . 5. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინარსის მე-5 პუნქტი: „5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს.“ . 6. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი“: „ლ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე.“. 7. მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-5 პუნქტი. 8. მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ფინანსური მართვის კონტროლის სისტემის თვითმმართველობის მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი, მათი ეფექტურობის ამაღლების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;“. 9. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები: „9. მერიის სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა. 10. „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები