„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის №2883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის №2883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1575
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 28/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016436
1575
01/06/2018
ვებგვერდი, 05/06/2018
010320040.22.029.016436
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის №2883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის №2883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №1575

2018 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის №2883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის №2883 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 03/10/2016; სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016372) პირველი მუხლით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესში“ (შემდგომში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. წესის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გრანტის მიმღები – ფიზიკური ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელმაც გაიმარჯვა საგრანტო კონკურსზე“;

2. წესის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საგრანტო განაცხადი – ამ წესის შესაბამისად, საგრანტო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადი, რომლითაც განმცხადებელმა მიმართა სააგენტოს გრანტის მიღების მოთხოვნით“;

3. წესის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. წესის  მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საგრანტო ვადა – დროის მონაკვეთი, რომელიც გათვალისწინებულია საგრანტო ხელშეკრულებით გრანტის მიმღების მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისთვის;“.

5. წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) თითოეული საგრანტო განაცხადის დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას“.

6. წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისია:

ა) განიხილავს საგრანტო განაცხადებს და იღებს დადებით/უარყოფით გადაწყვეტილებებს;

ბ) იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

გ) საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას ამ წესის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ ინფორმაციის დაზუსტების ან/და წარმოდგენის თაობაზე;

დ) ასრულებს ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს“.

7. წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განმცხადებელი ფიზიკური პირი ან განმცხადებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მართვის ორგანოს წევრი მისი ახლო ნათესავია ან მისი ახლო ნათესავის წარმომადგენელია“.

8. წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის დამტკიცების შემდეგ, სააგენტო აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებას გრანტის გაცემაზე საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ.“.

9. წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საგრანტო განაცხადი და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა“.

10. წესის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. საკვალიფიკაციო მოთხოვნები

„1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგენილია თითოეული საგრანტო პროგრამით, პროგრამის მიზნების შესაბამისად.

2. საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობას ამოწმებს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი და განმცხადებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მისი საგრანტო განაცხადი არ გადაეცემა კომისიას და რჩება განუხილველი, რის თაობაზეც ეცნობება წერილობით სააგენტოს დირექტორის მიერ“.

11. წესის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. საგრანტო განაცხადი და მისი წარმოდგენის წესი

1. საგრანტო განაცხადი წარმოადგენს განმცხადებლის მიმართვას პროგრამის ფარგლებში, რომლითაც ითხოვს გრანტის მიღებას.

2. საგრანტო განაცხადის ფორმა და წარდგენის წესი დგინდება თითოეული პროგრამის ფარგლებში, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ საგრანტო კონკურში არ იქნა შეტანილი არცერთი საგრანტო განაცხადი ან ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, სხდომიდან არაუგვიანეს 1 თვისა კომისია სააგენტოსთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსის ხელახალი გამოცხადების, საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანის ან საგრანტო კონკურსის შეწყვეტის შესახებ“.

12. წესის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები

1. საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები დადგენილია თითოეული საგრანტო პროგრამით.

2. საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები ქვეყნდება საგრანტო კონკურსის შესახებ განცხადებაში, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე“.

13. წესის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16. საგრანტო განაცხადის შერჩევა

„1. განაცხადების მიღებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ, სააგენტო იწყებს საგრანტო განაცხადების შემოწმებას. შემოწმების მიზანია წარმოდგენილი განაცხადების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

2.  შემოწმების შედეგად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას:

ა) საგრანტო განაცხადის კომისიისთვის გადაცემის ან განუხილველად დატოვების შესახებ;

ბ) საგრანტო განაცხადში ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების თაობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე, სააგენტო, საჭიროების შემთხვევაში, თითოეული პროგრამით დადგენილი ფორმის მიხედვით მოსთხოვოს განმცხადებელს დოკუმენტაციის/ინფორმაციის დაზუსტებას და/ან წარმოდგენას.

4. განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს განუხილველად დატოვების საფუძველი. სააგენტო არ გადასცემს კომისიას განაცხადს განსახილველად და იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ ის არ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ან:

ა)  განმცხადებელმა არ წარადგინა დოკუმენტი, რომელიც მოთხოვნილი იყო საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის;

ბ) განმცხადებელმა განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრა ტექნიკური ხარვეზი ან/და არ დააზუსტა ან/და არ წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია;

გ) განმცხადებელმა ნებაყოფლობით უარი განაცხადა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაზე;

დ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რის გამოც განაცხადის განხილვას შედეგი არ ექნება“.

14. წესის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენა

1. კომისია იწყებს განსახილველად მიღებული საგრანტო განაცხადების დეტალურ შესწავლას და შეფასებას. შეფასება ხორციელდება საგრანტო პროგრამით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

2. საგრანტო განაცხადის შეფასებისა და გამარჯვებულის გამოვლენის წესი დგინდება თითოეული საგრანტო პროგრამით.

3. კომისია უფლებამოსილია, კომისიის სხდომაზე მოიწვიოს განმცხადებელი ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით კომისიის სხდომაზე გაესაუბროს მას, განაცხადში მითითებული ინფორმაციის გადამოწმების/დაზუსტების მიზნით.

4. კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არაუმეტეს 1 კვირის ვადაში, დირექტორი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება დირექტორის წერილით.

5. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილთა სია ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

6. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგრანტო კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის შემდეგ, გრანტის გამცემი უფლებამოსილია გამარჯვებულად გამოავლინოს მომდევნო ყველაზე მაღალი შეფასების მქონე განმცხადებელი“.

15. წესის მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. გადაწყვეტილების მიღების ვადა

საგრანტო განაცხადების შემოწმების, განხილვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადები განისაზღვრება თითოეული საგრანტო პროგრამით“.

16. წესის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველია დირექტორის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ“.

17. წესის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ) გამარჯვებულად გამოვლენილმა უარი განაცხადა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებაზე“.

18. წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამით განსაზღვრულ შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულებაში დადგენილი პერიოდულობით გრანტის გამცემს წარუდგინოს საგრანტო პროგრამის შესრულების პროგრამული და ფინანსური ანგარიში. ანგარიშის მოთხოვნის წესი განისაზღვრება თითოეული პროგრამით“.

19. წესის 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22. ვალდებულების დარღვევის შედეგები

„1. თუ გრანტის მიმღები გრანტს არ იყენებს კონკრეტული მიზნებისათვის ან/და არ ასრულებს ან არასათანადოდ ასრულებს საგრანტო განაცხადით ან/და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, გრანტის გამცემი ამის შესახებ აფრთხილებს გრანტის მიმღებს სარეკომენდაციო წერილით და უსაზღვრავს ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად.

2. პროგრამით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, გამარჯვებულად გამოავლინოს მომდევნო ყველაზე მაღალი შეფასების მქონე განმცხადებელი და მასთან გააფორმოს საგრანტო ხელშეკრულება.

3. თუ გრანტის მიმღები არ აღმოფხვრის სარეკომენდაციო წერილში მოცემულ დარღვევას, გრანტის მიმღებს დაეკისრება საგრანტო ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი