დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 208 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 31/05/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017099 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად, საქონელი შემოტანილი უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შემოსვლიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადებში. აღნიშნული შეღავათი გავრცელდება იმ საქონელზეც, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით და დეკლარირდება სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციით, თუ საქონლის საერთო რაოდენობა და ღირებულება არ აღემატება მითითებული ქვეპუნქტით განსაზღვრულ რაოდენობასა და ღირებულებას.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები