„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 01/06/2018
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 28/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 310040000.55.067.016095
01
01/06/2018
ვებგვერდი, 04/06/2018
310040000.55.067.016095
„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №01

2018 წლის 1 ივნისი

ქ. ბათუმი

 

„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 31 აგვისტოს №019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს №019 ბრძანებით დამტკიცებულ „ნავსადგურის წესებში“ (სსმ, ვებპორტალი, 310040000.55.067.016024. 31.08.2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) წესის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) ნავსადგურში შემოსული გემების ინსპექტირების პროცესს ასახავს ფოტო/ვიდეო გადაღების საშუალებით. ფოტო და ვიდეოჩანაწერი გამოიყენება როგორც ვიზუალური მტკიცებულებები გემზე არსებული სიტუაციის ობიექტურად აღწერისათვის, ასევე, როგორც მტკიცებულებები გემების საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დასადგენად. ამ პროცედურების განხორციელების დროს გამოყენებული უნდა იქნეს ფოტოაპარატი/ვიდეოკამერა თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით. ვიდეოჩანაწერის დაწყების დროდ განისაზღვრება ინსპექტრის გემის ტრაპზე ასვლის მომენტიდან. ტანკერის ტიპის გემის ინსპექტირებისას გამოყენებული უნდა იქნეს ნაპერწკალმედეგი ტიპის (intrinsically safe) ვიდეოკამერა;

ე) აცნობებს გემის კატიპანს სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ვიდეო-აუდიო ჩაწერის მიმდინარეობის თაობაზე.“;

ბ) წესის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

„131. ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორს ნავსადგურში შემოსული გემების ინსპექტირებისას თან უნდა ჰქონდეს შემდეგი აღჭურვილობა და მასალები:

ა) კავშირგაბმულობის საშუალებები;

ბ) კომპიუტერული საშუალება (პორტატიული/სატარებელი კომპიუტერი, პლანშეტი და სხვ.);

გ) სამხრე ვიდეოკამერა;

დ) ფოტოაპარატი;

ე) პერსონალური დაცვის საშუალებები,  მათ შორის ჟილეტი, უსაფრთხო ჩაფხუტი, უსაფრთხო ფეხსაცმელი,  უსაფრთხო სათვალე, ყურების დამცავი, ხელთათმანები.“;

გ) წესის დანართი №1 და დანართი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

 

დანართი №1

 

გემის შესვლა/გასვლისთვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა

დოკუმენტის დასახელება

სულ

ვის წარედგინება

სასაზ. პოლ.

შემოსავლების სამსახური

ნავ.სახ. ზედ. და კონტ.სამს.

გემის აგენტ.

1

2

 

3

4

5

6

1.

გემის ნავსადგურში შესვლა

ა)

გემის საკონვენციო სერტიფიკატები/მოწმობები

 

 

 

X

 

ბ)

გემის საკლასიფიკაციო სერტიფიკატები

 

 

 

X

 

გ)

გემის ეკიპაჟის მოწმობები/დიპლომები

 

 

 

X

 

დ)

გენერალური დეკლარაცია (IMOFAL 1)

 

1

2

1

4

ე)

დეკლარაცია ტვირთის შესახებ (IMOFAL 2)

 

 

1

1

3

ვ)

დეკლარაცია გემის მარაგის შესახებ (IMOFAL 3)

 

 

1

 

 

ზ)

დეკლარაცია ეკიპაჟის პირადი ნივთების შესახებ (IMOFAL 4)

 

1

2

 

 

თ)

ეკიპაჟის განრიგი (IMOFAL 5)

 

1

2

1

4

ი)

მგზავრთა სია (IMOFAL 6)

 

1

2

1

4

კ)

საზღვაო სანიტარიული დეკლარაცია

 

 

 

 

 

ლ)

დეკლარაცია სახიფათო ტვირთების შესახებ

 

 

1

1

 

მ)

ამოღებულია

 

 

 

 

 

ნ)

კაპიტნის განცხადება ნავსადგურში შესვლის შესახებ

 

 

 

1 სრულად შევსებული

 

ო)

განაცხადის ფორმა ნავსადგურის მიმღებ საშუალებებში ნარჩენების ჩაბარებასთან დაკავშირებით

 

 

 

X

 

2.

გემის ნავსადგურიდან გასვლისას:

ა)

გენერალური დეკლარაცია (IMOFAL 1)

 

1

2

1

4

ბ)

დეკლარაცია ტვირთის შესახებ (IMOFAL 2)

 

 

1

1

3

გ)

დეკლარაცია გემის მარაგის შესახებ (IMOFAL 3)

 

 

1

1

 

დ)

ეკიპაჟის განრიგი (IMOFAL 5)

 

1

 

1

 

ე)

მგზავრთა სია (IMOFAL 6)

 

1

 

1

 

ვ)

კაპიტნის განცხადება ნავსადგურიდან გასვლის შესახებ

 

 

 

1

 

ზ)

სატვირთო დოკუმენტებზე დასმული შემოსავლების სამსახურის შტამპი „გაშვება ნებადართულია“

 

 

1

 

 

თ)

სატვირთო გეგმა და მდგრადობის გაანგარიშების საბუთი

 

 

 

X

 

ი)

 გემის ეკიპაჟის იმ წევრთა დიპლომები. რომლებიც შეიცვალენ გემის ზღვაში გასვლის წინ

 

 

 

X

 

 კ)

ამოღებულია

 

 

 

 

 

ლ)

ცნობა ყოველგვარი ნარჩენების ჩაბარების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

 

 

X

 

 მ)

 

 ამოღებულია

 

 

 

 

 

 

1. ცხრილში მოცემული ციფრები ნიშნავს წარსადგენი დოკუმენტების ეგზემპლარის ასლების რაოდენობას.

2. X – საბუთი მიეწოდება მხოლოდ ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურს.“.

 

 

„დანართი №5

 

საქართველოს ნავსადგურებში რადიოკავშირის არხები

             ადრესატი                                   

მოსახმობი

გამოძახების არხი

სამუშაო არხი

I

საქართველოს ყველა ნავსადგურისათვის

1

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ზღვაზე ძებნა – გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი

„მრსს ჯორჯია“

16

06, 13, 68, 77

2

სანაპირო დაცვის დეპარტამენტი – ოპერტიული მართვის სამსახური

„იალქანი“

16

12, 67

II

ბათუმი

1

სანაპირო დაცვის დეპარტამენტი – ბათუმის საკომანდო განყოფილება

 

„ბათუმი 67“

 

16

 

12, 67

2

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის განყოფილება „ბათუმი პორტი“

 

„302“

 

16

 

67

3

სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და  კონტროლის სამსახური

 

„ბათუმი 5“

 

16

 

06, 13, 68, 77

4

სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახური

„ბუნება 5“

16

-

5

შპს ბლექ სი პაილოტ სერვისი

„ბათუმი პაილოტ”

16

09

6

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ცენტრის ბათუმის ქვეცენტრი

„ვტს ბათუმი“

16

77

III

შპს – ბათუმის საზღვაო ნავსადგური

1

ცენტრალური ოპერატორი

„ბათუმი 2“

16

10, 12, 14, 15

2

უსაფრთხოების სამსახური

„პორტი 6“

3

სახანძრო დაცვა

„მეხანძრე 1“

4

სანავსადგურო ფლოტი

„ლაგუნა“

5

ნავსადგურის დაცვა

„დაცვა“

6

ეკოლოგიის სამსახური

„ეკოლოგია“

IV

სუფსა

1

სანაპირო დაცვის დეპარტამენტი – სანაპირო დაცვის სადგური „სუფსა“

„სუფსა“

16

12, 67

2

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის განყოფილება „ფოთის/სუფის/ყულევის პორტი“

„ფოთი 3“

16

67

3

სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური

„ფოთი 5“

 

16

 

06, 13, 68, 77

4

სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახური

„გლადიუსი“

16

-

V

სუფსის ნავთობტერმინალი

1

ტერმინალის ოპერატორი

„სუფსა ოილ ტერმინალ“

16

12, 14

VI

ფოთი

1

სანაპირო დაცვის დეპარტამენტი – ფოთის საკომანდო განყოფილება

 

„პოსეიდონი“

 

16

 

12,

2

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის განყოფილება „ფოთის/სუფის/ყულევის პორტი“

 

„ფოთი 3“

 

16

 

67

3

სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის  სამსახური

 

„ფოთი 5“

 

16

 

13,

4

სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახური

„ბუნება 3“

16

-

5

შპს „ფოთი პაილოტ“

„ფოთი პაილოტ“

16

14

6

სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ცენტრის ფოთის ქვეცენტრი

„ვტს  ფოთი“

16

68

VII

კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური

1

ცენტრალური საოპერატორო

„ფოთი 2“

16

17

2

ნავსადგურის დამხმარე ფლოტი

„სანავსადგურო ფლოტი“

16

17

VIII

ყულევი

1

სანაპირო დაცვის დეპარტამენტი – ფოთის საკომანდო განყოფილება

 

„პოსეიდონი“

 

16

 

12, 67

2

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის განყოფილება „ფოთის/სუფის/ყულევის პორტი“

 

„ფოთი 3“

 

16

 

67

3

სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური

 

„ყულევი 5“

 

16

 

06, 13, 68, 77

4

სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახური

„გლადიუსი“

16

-

5

შპს ბლექ სი სერვისი – ყულევი სალოცმანო

„ყულევი პაილოტ“

16

12

6

სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ზღვაზე ძებნა – გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ცენტრის ყულევის ქვეცენტრი

„ვტს ყულევი“

16

77

“.              

მუხლი 2
1. ბრძანების პირველი მუხლის „ა“ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 24 ივნისს.

2. ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ქვეპუნქტი ამოქმედდეს 90-ე დღეს.

3. ბრძანების პირველი მუხლის „გ“ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიზაზა მახარაძე