„ქალაქ ხობში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ხობში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.106.016302
24
31/05/2018
ვებგვერდი, 08/06/2018
010250000.35.106.016302
„ქალაქ ხობში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2018 წლის 31 მაისი

ქ. ხობი

 

„ქალაქ ხობში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის №1251-რს საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ხობში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივნისის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02.07.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.106.016170) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის (სტატუსის მინიჭების) შესახებ გადაწყვეტილებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით განკარგულების ფორმით იღებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო.“;

ბ) მე-5 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჭირისუფლის მიერ ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისთვის მიმართვის შემთხვევაში, მერის წარმომადგენელი სასაფლაოს გამოყოფის მოთხოვნას უგზავნის შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“, რომელიც უსასყიდლოდ განახორციელებს ჭირისუფლისათვის საფლავის გამოყოფას.

2. დაინტერესებული პირის მიერ, თუკი მას სურს წინასწარ რამდენიმე სამარიანი საფლავის გამოყოფა იმ მიზნით, რომ სურვილი აქვს იქონიოს საგვარეულო (საოჯახო) საფლავი, დაინტერესებული პირი მიმართავს ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს, ხოლო მერის წარმომადგენელი საგვარეულო საფლავის გამოყოფის მოთხოვნას უგზავნის შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“, რომელიც უსასყიდლოდ განახორციელებს ჭირისუფლისათვის არაუმეტეს 6-სამარიანი საფლავის გამოყოფას.

3. გარდაცვლილის სასაფლაოზე დაკრძალვის შესახებ შესაბამის მოწმობას გარდაცვლილის ჭირისუფალზე (მათგან დაინტერესებულ პირზე) გასცემს შპს „ხობი დასუფთავება და განათება“, მისი აღრიცხვის რიგითობისა და საფლავის (სამარის) ნომრის მითითებით. სასაფლაოზე დაკრძალულ პირთან დაკავშირებით გასაცემი მოწმობის ფორმას ამტკიცებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო მერის წინადადების საფუძველზე.“;

გ) მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების საკითხი საჭიროებს ხობის მუნიციპალიტეტის მერიასთან სავალდებულო შეთანხმებას.

2. მიწის ნაკვეთზე ახალი კერძო სასაფლაოს გახსნის (მოწყობის) ან არსებული კერძო სასაფლაოს გაფართოების თაობაზე დაინტერესებულმა პირმა ხობის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა წარუდგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში – დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა;

გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით (გეგმაზე ნაჩვენები უნდა იყოს უახლოესი საცხოვრებელი შენობები და მათი მანძილი საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებიდან);

დ) იურიდიული პირის შემთხვევაში, დამატებით, იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა