ქ.თბილისში, ისნის რაიონში, გრიგოლ მათიაშვილის ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის ელისაბედ ორბელიანის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, ისნის რაიონში, გრიგოლ მათიაშვილის ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის ელისაბედ ორბელიანის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 125
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016413
  • Word
125
25/05/2018
ვებგვერდი, 01/06/2018
000000000.00.101.016413
ქ.თბილისში, ისნის რაიონში, გრიგოლ მათიაშვილის ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის ელისაბედ ორბელიანის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №125

2018 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, ისნის რაიონში, გრიგოლ მათიაშვილის ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის – ელისაბედ ორბელიანის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ისნის რაიონში გრიგოლ მათიაშვილის ქუჩას მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის – ელისაბედ ორბელიანის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე