ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ვასილ კიკვიძის ქუჩისთვის და მასთან არსებული I ჩიხისთვის სახელმწიფო მოღვაწის ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ვასილ კიკვიძის ქუჩისთვის და მასთან არსებული I ჩიხისთვის სახელმწიფო მოღვაწის ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016410
  • Word
122
25/05/2018
ვებგვერდი, 01/06/2018
000000000.00.101.016410
ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ვასილ კიკვიძის ქუჩისთვის და მასთან არსებული I ჩიხისთვის სახელმწიფო მოღვაწის ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №122

2018 წლის 25 მაისი

ქ.თბილისი

ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ვასილ კიკვიძის ქუჩისთვის და მასთან არსებული I ჩიხისთვის სახელმწიფო მოღვაწის ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

 

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ჩუღურეთის რაიონში ვასილ კიკვიძის ქუჩას და მასთან არსებულ I ჩიხს მიენიჭოს სახელმწიფო მოღვაწის  ბენიამინ ჩხიკვიშვილის   სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   გიორგი ტყემალაძე