დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, სერგო სურგულაძის ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის სახელმწიფო მოღვაწის ევგენი გეგეჭკორის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 121 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016409 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №121
2018 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში, სერგო სურგულაძის ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის სახელმწიფო მოღვაწის – ევგენი გეგეჭკორის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) კრწანისის რაიონში სერგო სურგულაძის ქუჩას და მასთან არსებულ ორ შესახვევს მიენიჭოს სახელმწიფო მოღვაწის ევგენი გეგეჭკორის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები