დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის N91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 18/06/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016599 |
|
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №91 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016438) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს ,,დ’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,დ) სტრატეგიული და ოპერატიული გეგმების შესაბამისად რესურსების დაგეგმვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.’’. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. დეპარტამენტის კომპეტენცია დეპარტამენტის კომპეტენციებია: ა) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად თავდაცვის პოლიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავების პროცესში მონაწილეობა/კოორდინაცია; ბ) შესაბამის უწყებებთან/სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უსაფრთხოების გარემოს შეფასების საფუძველზე თავდაცვისათვის საჭირო შესაძლებლობების დადგენა/განსაზღვრა, გრძელვადიანი სამხედრო გეგმებისა და სტრატეგიული დირექტივების შემუშავება; გ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა; დ) თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისათვის ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების შემუშავება, ინტეგრირებული პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა; ე) თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროგრამების ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება და თავდაცვის პროგრამების აღსრულების მონიტორინგში მონაწილეობა; ვ) თავდაცვის შესაძლებლობების ნაკლოვანებების ანალიზიდან გამომდინარე, შესყიდვებისა და თავდაცვითი სისტემების განვითარების გრძელვადიანი გეგმების განსაზღვრა; ზ) თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისათვის საჭირო მოთხოვნების შესაბამისად შეიარაღებული ძალების რეფორმებისათვის რეკომენდაციების შემუშავება და აუცილებელი ღონისძიებების გატარება; თ) ძალთა დაგეგმვა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით განვითარების გეგმებისა და კონცეფციების შემუშავება; ი) გენერალურ შტაბს დაქვემდებარებულ დანაყოფებში ძალთა მართვის პროცესის წარმართვა და გვარეობათა კონცეპტუალური განვითარების კოორდინირება; კ) საბრძოლო შესაძლებლობებისა და სტრუქტურული შესაბამისობის ანალიზის საფუძველზე გენერალური შტაბისა და დაქვემდებარებული დანაყოფების სტრუქტურებისა და მათი ფუნქციების ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება; ლ)სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად ნატოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პროგრამებისა და გეგმების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინირება და კონტროლი; მ) შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებთან ერთად, ნატოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი საკითხების შემუშავება, ღონისძიებების დაგეგმვა, ამ ღონისძიებების განხორციელების კოორდინირება და კონტროლი; ნ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო თანამშრომლობის პროგრამებისა და გეგმების მომზადება, განხორციელების კოორდინირება და მონიტორინგი; ო) თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმების, სამოქმედო გეგმების და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა; პ) სამინისტროს და გენერალური შტაბის გეგმებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობა; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.“. 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს „ა.გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ა.გ) რესურსების დაგეგმვის განყოფილება.“. 4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს „ა.ზ1’’ - ,,ა.ზ4“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „ა.ზ1) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა; ა.ზ2) თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისათვის ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების შემუშავება, ინტეგრირებული პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა; ა.ზ3) თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროგრამების ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება და თავდაცვის პროგრამების აღსრულების მონიტორინგში მონაწილეობა; ა.ზ4) თავდაცვის შესაძლებლობების ნაკლოვანებების ანალიზიდან გამომდინარე, შესყიდვებისა და თავდაცვითი სისტემების განვითარების გრძელვადიანი გეგმების განსაზღვრა;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-14 დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები