დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.112.016364 |
|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №30 დადგენილებაში (ვებგვერდი, 02/10/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.112.016312) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
|
ა)
დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება“ დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბჭოს შემადგენლობას საბჭოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“; |
ბ)
დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება “ დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელიც თანამდებობრივად არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებში პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.“; |
გ)
დადგენილების მე-2 მუხლის დამტკიცებული „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება “ დანართი №1-ის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრული გამგეობის გენდერული თანასწორობის საკითხებში პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.“. . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები