„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 01/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 12/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016595
48
01/06/2018
ვებგვერდი, 01/06/2018
040030000.22.026.016595
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №48

2018 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №36 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (ვებგვერდი, 21/05/2018, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016583) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ'' ქვეპუნქტს დაემატოს ,,თ.ვ’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„თ.ვ) გადაუდებელი დახმარების განყოფილება;“.

2. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის მიზანია ჰოსპიტალში სარეაბილიტაციო, ლაბორატორიული, პათოლოგ-ანატომიური, ქირურგიული და ტრავმატოლოგიური მომსახურების, ასევე გადაუდებელი სამედიცინო ჩარევის განხორციელება და თანამედროვე, ეფექტური მეთოდების დანერგვა.’’;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პაციენტების სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა შესაბამისი მიმართულებებით (გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ქირურგიული, ტრავმატოლოგიური, რეაბილიტაციური მკურნალობის გაწევა, პათოლოგ-ანატომიური და ლაბორატორიული კვლევების განხორციელება);“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივნისიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია