„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.112.016365
29
31/05/2018
ვებგვერდი, 07/06/2018
010250020.35.112.016365
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №29

2018 წლის 31 მაისი

ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №11 დადგენილებაში (ვებგვერდი, 04/03/2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.112.016212) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი, ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე



დანართი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება (შემდგომში – წოდება) შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და განცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივ-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ.
2. წოდება შეიძლება მიენიჭოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობისა.
3. წოდება ენიჭება პიროვნებას ლანჩხუთის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის,  საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ლანჩხუთელთა თაობისათვის. წოდება ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.
4. წოდება დასტურია: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარებისათვის, უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის, პატივგებისა და აღიარებისა.
5. წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა უღირსი საქციელის ჩადენისა, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის ან საკუთარი ინიციატივის შემთხვევაში, რასაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წყვეტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი.

მუხლი 2. წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენება
1. წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს:
ა) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედ წევრს;
ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს;
გ) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს;
დ) საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს;
ე) საქართველოს პარლამენტის წევრს;
ვ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.
2. წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წერილობითი სახით წარუდგენენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, რასაც თან უნდა ერთოდეს:
ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, საიდანაც უნდა ჩანდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები;
გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
დ) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, 2 (ორი) ფოტოსურათი და კანდიდატის წერილობითი თანხმობა.
3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ.

მუხლი 3. წოდების მინიჭება
1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ იქმნება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების მუდმივმოქმედი საკონსულტაციო საბჭო“ (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭოს რაოდენობრივ და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი.
3. საბჭო რეკომენდაციას იღებს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით.
4. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური.
5. წოდების მინიჭებისას მოქალაქეს გადაეცემა მოწმობა და დიპლომი, შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქრები ან ფულადი ჯილდო.
6. წოდებას და შესაბამის ატრიბუტიკას გადასცემს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი.

მუხლი 4. წოდების მქონე პირის უფლებები
1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიებითა და შეღავათებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში;
ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი ლანჩხუთელის თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე.