„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 78/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 31/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017536
78/ნ
31/05/2018
ვებგვერდი, 31/05/2018
040030000.22.022.017536
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №78/ნ

2018 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში (სსმ, 117, 15/09/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016001) და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების:

1. მე-3 მუხლისქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

„ბ1) უზრუნველყოფს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მართვასა და განვითარებას;“;

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ცენტრის მართვა

1. ცენტრის მართვის ორგანოებია:

ა) დირექტორი;

ბ) საკოორდინაციო საბჭო.

2. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

3. დირექტორს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით. ცენტრის დირექტორის არყოფნის ან მის მიერ დირექტორის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ განსაზღვრული ცენტრის თანამშრომელი.

4. დირექტორის მოადგილის ფუნქციებს განსაზღვრავს დირექტორი.

5. საკოორდინაციო საბჭო არის ცენტრის მართვისა და განვითარების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კოლეგიური ორგანო.“.

3. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. საკოორდინაციო საბჭო

1. საკოორდინაციო საბჭოს წევრებს 2 წლის ვადით ნიშნავს მინისტრი ცენტრის დირექტორის წარდგინებით.

2. საკოორდინაციო საბჭო შედგება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 13 წევრისაგან. საკოორდინაციო საბჭოს წევრად პირი შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ: სამინისტროს წარმომადგენელი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები, დამსაქმებელთა და სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორის წარმომადგენლები, განათლების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე უცხოელი სპეციალისტები და სხვა პირები, რომელთა ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება ცენტრის საქმიანობის განვითარებისათვის.

4. საკოორდინაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს ცენტრის დირექტორი ან ცენტრის სხვა თანამშრომელი.

5. საკოორდინაციო საბჭო განიხილავს:

ა) ცენტრის სამოქმედო/სტრატეგიულ გეგმებს, შეიმუშავებს წინადადებებს მათში შესატანი ცვლილებებისა და ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ;

ბ) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებსა და პროცედურებს, შეიმუშავებს წინადადებებს მათი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;

გ) ცენტრის საქმიანობის ანგარიშებს და ცენტრის ბიუჯეტის პროექტს;

დ) ცენტრის საქმიანობის გარე შეფასების შედეგებს;

ე) განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს.

6. საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში - თავმჯდომარე), რომელსაც ირჩევენ საბჭოს წევრები თავისი შემადგენლობიდან, ამავე საბჭოს უფლებამოსილების ვადით.

7. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

8. თავმჯდომარე იწვევს და უძღვება საკოორდინაციო საბჭოს სხდომას.

9. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ტარდება წელიწადში ორჯერ. ასევე, საჭიროებისამებრ, შესაძლებელია საკოორდინაციო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა ცენტრის დირექტორის მიერ ან საკოორდინაციო საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნის საფუძველზე თავმჯდომარის მიერ.

10. საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

11. საკოორდინაციო საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

12. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს  თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, მოითხოვოს მისი განსხვავებული აზრის დაფიქსირება სხდომის ოქმში.

13. საკოორდინაციო საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ საბჭოს მუშაობაში და დაიცვან იმ ინფორმაციის კონფიდენციალობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა საკოორდინაციო საბჭოს წევრის საქმიანობის განხორციელებისას.

14. საკოორდინაციო საბჭოს წევრთა საქმიანობა ხორციელდება ანაზღაურების გარეშე. უცხო ქვეყნის მოქალაქის საკოორდინაციო საბჭოს წევრობის შემთხვევაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ცენტრი უფლებამოსილია აანაზღაუროს მისი მგზავრობის (საერთაშორისო და ადგილობრივი; შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს ეკონომკლასის (ან მისი შესაბამისი კლასის) ბილეთის ღირებულებისა), დროებითი საცხოვრებლისა და დღიური ნორმის ხარჯები (150 ლარის ოდენობით).

15. საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია სხდომა გამართოს და საკითხები განიხილოს დისტანციური ელექტრონული ფორმატით შემდეგ შემთხვევებში:

ა) თავმჯდომარის გადაწყვეტილებით;

ბ) საკოორდინაციო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტის წერილობითი მოთხოვნით;

გ) ცენტრის დირექტორის მოთხოვნით, თუ დისტანციური ელექტრონული ფორმატით საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ჩატარება გამართლებულია ტექნიკური მიზეზით, ფინანსური ან/და სხვა გონივრული დასაბუთებით.

16. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დისტანციური ელექტრონული ფორმატით ჩატარების შემთხვევაში:

ა) სხდომის დღის წესრიგის, თარიღის/დროისა და განსახილველი საკითხების შესახებ საინფორმაციო მასალები წინასწარ ეგზავნებათ საკოორდინაციო საბჭოს წევრებს მათ ელექტრონულ ფოსტაზე, გაცნობის მიზნით;

ბ) საკოორდინაციო საბჭოს წევრები ინტერნეტის („სკაიპის“ ან სხვა საკომუნიკაციო აპლიკაციის) საშუალებით, ერთდროული წვდომით მონაწილეობენ სხდომაში;

გ) სხდომის ოქმის პროექტი ეგზავნება მონაწილე საკოორდინაციო საბჭოს წევრებს ელექტრონული ფოსტით;

დ) იმ შემთხვევაში, თუ დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართული საკოორდინაციო საბჭოს მონაწილე რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, მოითხოვოს მისი განსხვავებული აზრის დაფიქსირება სხდომის ოქმში;

ე) საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართვის შემდგომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

17. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ადმინისტრაციულ მხარდაჭერას ახორციელებს ცენტრი.

18. მინისტრი საკოორდინაციო საბჭოს წევრს ვადამდე შეუწყვეტს უფლებამოსილებას:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) ცენტრის დირექტორის წარდგინების საფუძველზე:

დ.ა) საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუკი ეს აფერხებს საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას;

დ.ბ) საკოორდინაციო საბჭოს წევრის მოვალეობების შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის  მესამე პირისათვის გამჟღავნების, გასაჯაროების ან/და პირადი ინტერესისთვის გამოყენების შემთხვევაში;

დ.გ) ისეთი ქმედების განხორციელების შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ცენტრის რეპუტაციას ან ზიანს აყენებს ცენტრის ინტერესებს;

დ.დ) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, თუკი აღნიშნული თანამდებობრივი პოზიცია ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე წარმოადგენდა ცენტრის დირექტორის მიერ საკოორდინაციო საბჭოს კონკრეტული წევრის კანდიდატურის წარდგენის საფუძველს.

19. საკოორდინაციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მინისტრი ცენტრის დირექტორის წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს საკოორდინაციო საბჭოს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.“.        

4. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელება და განვითარება ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG) მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოური ორგანიზაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების ხელშეწყობა;“.

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ავტორიზაციის სტანდარტების და პროცედურების განვითარებისათვის რეკომენდაციების შემუშავება;

1) ავტორიზაციის პროცესის განხროციელების, ასევე, ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების განვითარების მიზნით საერთაშორისო ექსპერტებთან, ორგანიზაციებთან და უცხოურ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებთან თანამშრომლობა;“;

გ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) აკრედიტაციის პროცესის განხროციელების, ასევე, აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების განვითარების მიზნით საერთაშორისო ექსპერტებთან, ორგანიზაციებთან და უცხოურ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებთან თანამშრომლობა;“.

5. მე-11 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის განვითარება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კვალიფიკაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საერთაშორისო დონეზე კვალიფიკაციების თავსებადობის, შესადარობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა;“.

6. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ცენტრის სამუშაო პროცესებისა და პროცედურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა და ამ მიზნით საჭირო ღონისძიებების, მათ შორის, შესაბამისი კვლევების განხორციელება;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი