დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 ივლისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020020.35.112.016363 |
|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 ივლისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 ივლისის №34 დადგენილებაში (ვებგვერდი, 10/08/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 210020020.35.112.016235) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: |
ა)
დადგენილების მე-11 მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია“ დანართი №1-ის 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ხელშეკრულების გაფორმებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და მოსაკრებლის ამოღებას უზრუნველყოფს მერიის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“, რომლის შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური.“; |
ბ)
დადგენილების მე-11 მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია“ დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვის შემთხვევაში მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური.“; |
გ)
დადგენილების მე-11 მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია“ დანართი №1-ის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. კონტროლი მოსაკრებლის გადახდევინებისთვის დასუფთავების წესების დარღვევაზე და დამრღვევთა მიმართ „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებული ნორმების განხორციელებაზე კონტროლი ეკისრება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს.“; |
დ)
დადგენილების მე-11 მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებული „დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი“ დანართი №2-ის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დაგვა-დასუფთავების ობიექტების ჩამონათვალს ადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია.“; |
ე)
დადგენილების მე-11 მუხლის „გ“ პუნქტით დამტკიცებული „დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები“ დანართი №3-ის 26-ე გრაფა ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები