„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016460
57
30/05/2018
ვებგვერდი, 07/06/2018
010250020.35.123.016460
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №57

2018 წლის 30 მაისი

ქ. ქუთაისი

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის № 45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 3.04.2018, №010250020.35.123.016448), კერძოდ:

1. დადგენილების მესამე მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს:

1. ერთ სულ მოსახლეზე  0,50 ლარით თვეში, ხოლო ის ფიზიკური პირები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 70001-ზე დაბალია, გათავისუფლდნენ გადასახადისაგან. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.

2. იურიდიული პირის,  ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის 25 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე.“ .

2. დადგენილების №1 დანართის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართის ან მათი ნაწილის, ღია ტერიტორიების ფართის ან მათი ნაწილის მფლობელებს, რომელთა ქონებაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს. ასევე, არ დაირიცხება დასუფთავების მოსაკრებელი ინფრასტრუქტურის ფართებზე (დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, შიდა ბიბლიოთეკები, საქვაბე, შიდა მომსახურებისათვის სამრეცხაო, სასადილო, სკვერები).“ .

3. დადგენილების №2 დანართის 33-ე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „საწარმოო დანიშნულების“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია