დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3117 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 135, 26/11/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 76-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 89-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს 2004 წლის 4 იანვარს.
2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 89-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეშვეობით უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.
3. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, უზრუნველყოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი გ. წერეთელი
თბილისი,
2003 წლის 25 ნოემბერი.
№3117–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები