დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 277 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260000.10.003.020592 |
|
„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120260000.10.003.017853) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. VII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VII სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის თავისებურებანი 1. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. აქტიურ სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სარგებლობს სამხედრო მოსამსახურის სტატუსით და სამხედრო სამსახურის გავლისას (გაწვევა, დანიშვნა, თანამდებობრივი გადაადგილება, სამსახურიდან დათხოვნა, წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა, სოციალური გარანტიები და სხვა) მასზე ვრცელდება საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო მოსამსახურესთან ურთიერთობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობა. 3. „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში არ ჩაითვლება აქტიურ სარეზერვო სამსახურში გამოძახებული სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა საპატიო მიზეზით გაცდენილი დრო. 4. საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირი ვალდებულია, შესაბამის ქვედანაყოფში გამოცხადდეს დაუყოვნებლივ. ამ შემთხვევაში გამოცხადების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს. 5. საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, თუ აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირი ვერ ცხადდება შესაბამის ქვედანაყოფში, იგი ვალდებულია, გამოცხადდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების უახლოეს სამხედრო ნაწილში, რაც სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, რომელშიც ირიცხება აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირი, ხოლო, თუ პირი ვერ ცხადდება უახლოეს სამხედრო ნაწილში, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში და მიიღოს ზომები სამხედრო ხელმძღვანელობის ინფორმირების მიზნით. ამ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან შესაბამის ქვედანაყოფში სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირის მიყვანას უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. 6. რეზერვისტის სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობას სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.“. 2. XVI თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი: „19. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში შესაბამისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შეიძლება გაიგზავნოს სამხედრო-სამედიცინო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად.“. 3. XVIII თავის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (გარდა ატესტაციის შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევებისა), „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ („თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნისას კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ კონტრაქტით სხვა რამ არ არის დადგენილი) ქვეპუნქტების საფუძველზე;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები