დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 280 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.020595 |
|
„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/03/2015, 010220020.10.003.018495) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
„დანართი №1
|
სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა
გიორგი ჩერქეზიშვილი – კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; მაია ზავრაშვილი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი; ვაჟა გელეიშვილი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მყარი სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო კვლევითი განყოფილების გამგე, სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ქეთევან ლომიძე – კომისიის მდივანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის გეოლოგიური ფონდების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; მერაბ ჩალათაშვილი – კომისიის წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის უფროსი; ირაკლი ნადარეიშვილი – კომისიის წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; შორენა იოსებიძე – კომისიის წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი; ნანა ზაუტაშვილი – კომისიის წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს მინერალური რესურსების სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი; ვახტანგ ცინცაძე – კომისიის წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი; გოჩა ფირცხელიანი – კომისიის წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის უფროსი; მერაბ გაფრინდაშვილი – კომისიის წევრი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი; ნინო ჩიქოვანი – კომისიის წევრი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ნიკა ბოჭორიშვილი – კომისიის წევრი, სსიპ – გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის საბადოთა დამუშავების ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, სამთო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი; შალვა გეგია – კომისიის წევრი, სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეპარტამენტის გეოლოგიური აგეგმვისა და ძებნა-ძიების მიმართულების ასოციირებული პროფესორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი; არჩილ მაღალაშვილი – კომისიის წევრი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო და გეომეცნიერებების დეპარტამენტის დირექტორი, ასოციირებული პროფესორი, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი; ოთარ მაჭავარიანი – კომისიის წევრი, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რეგიონალური გეოლოგიისა და რუკების შედგენის განყოფილების უფროსი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი; დავით ლომიტაშვილი – კომისიის წევრი, სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე; კარლო ამირგულაშვილი – კომისიის წევრი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. დანართი №2 სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1 1. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) არსებული სათათბირო ორგანო. 2. კომისიის შექმნა და შემადგენლობის დამტკიცება ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, წინამდებარე დებულებით. 4. კომისიის ამოცანაა, ყველა სახის სასარგებლო წიაღისეულის (ნავთობისა და გაზის გარდა) მარაგების გამოთვლისთვის მოპოვებული გეოლოგიური ინფორმაციის შემოწმება მარაგების დამტკიცების/ჩამოწერის მიზნით, დასკვნის შემუშავება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისათვის (შემდგომში – მინისტრი) დასამტკიცებლად წარდგენა. 5. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლილი საბადოების, აგრეთვე მათი დამუშავების პროცესში დამატებით გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცება და სახელმწიფო ბალანსზე აყვანა, აგრეთვე ბალანსიდან ჩამოწერა ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის გამოცემის ერთადერთი საფუძველია კომისიის დასაბუთებული დადებითი დასკვნა. 6. მარაგების დამტკიცება შეიძლება ობიექტის გეოლოგიური შესწავლის შემდეგ, თუ წარდგენილი ინფორმაცია საშუალებას იძლევა, ობიექტურად შეფასდეს სასარგებლო წიაღისეულის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, მოპოვების სამთო-ტექნიკური, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური პირობები, ნედლეულის ეკონომიკური მნიშვნელობა და სხვა. 7. დამუშავების სტადიაზე მყოფი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების მარაგები ექვემდებარება ხელახალ დამტკიცებას საწყისი მარაგების 25-30 პროცენტით კლების ან მატების, ხარისხობრივი მახასიათებლების, ან სხვა პარამეტრების არსებითი ცვლილების შემთხვევაში. 8. დამტკიცებული მარაგების გამომუშავების დასრულების შემდეგ სასარგებლო წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების სახელმწიფო ბალანსიდან ჩამოწერა ხდება ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილი დასაბუთებული ანგარიშის საფუძველზე. 9. სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ნავთობისა და გაზისა) მარაგების დამტკიცებისათვის/ჩამოწერისთვის წარდგენილი გეოლოგიური ანგარიშის შეფასებისას კომისია ხელმძღვანელობს დარგში არსებული საუკეთესო პრაქტიკის პრინციპებითა და წინამდებარე დებულებით. თავი II კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებები მუხლი 2 1. კომისიის ფუნქციაა განიხილოს და შეაფასოს : ა) ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილი, ლიცენზირებულ ტერიტორიაზე დაძიებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების რაოდენობა, საბადოს/საბადოს უბნის შესახებ გეოლოგიური, ტექნოლოგიური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ინფორმაცია; ბ) საბადოს/საბადოს უბნის მარაგების შესასწავლად და მათ საანგარიშოდ გამოყენებული მეთოდები და ხერხები; გ) წარდგენილი ანგარიშის საძიებო მეთოდების შერჩევის შესაბამისობა, მონაცემთა მოპოვების, მათი გაანალიზების, შესწავლისა და განზოგადების შედეგების სისრულე და ლიცენზიის მფლობელის მიერ გამოტანილი დასკვნის ადეკვატურობა; დ) მარაგების კატეგორიების შესაბამისობა და სანდოობა, შესწავლილი საბადოს/საბადოს უბნის სირთულის ჯგუფთან; ე) გამოთვლილი მარაგებისა და რესურსების ოდენობის სანდოობა; ვ) წარდგენილი ინფორმაციის სისრულე; ზ) მიწისქვეშა სივრცეების შესახებ გეოლოგიური ინფორმაცია; თ) ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილი სასარგებლო წიაღისეულის რესურსების ანგარიში, რომელიც მომზადებულია არსებული ფონდური მასალის ანალიზისა და დამატებითი კვლევების საფუძველზე. 2. დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, კომისია უფლებამოსილია: ა) ცალკეულ შემთხვევაში, მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები, დასამტკიცებლად/ჩამოსაწერად წარდგენილი ანგარიშის შესახებ საექსპერტო დასკვნის მომზადებისათვის; ბ) საჭიროების შემთხვევაში, საბოლოო დასკვნის გამოსატანად, ლიცენზიის მფლობელისაგან მოითხოვოს პირველადი დოკუმენტაცია-მასალები, მათ შორის, ობიექტის ადგილზე დათვალიერება; გ) გასცეს დასაბუთებული უარყოფითი დასკვნა მარაგების დამტკიცებაზე/ჩამოწერაზე, კომისიისთვის წარდგენილი მასალის ანალიზის საფუძველზე. თავი III კომისიის მართვა და საქმიანობის წესები მუხლი 3 1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე. 3. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს კომისიის სხდომებს, განსაზღვრავს კომისიის სხდომის დღის წესრიგს; ბ) პასუხს აგებს კომისიისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე; გ) სპეციალური უფლებამოსილების გარეშე მოქმედებს კომისიის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში. 4. თითოეული განხილული მარაგების ანგარიშისათვის კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებულ კომისიის წევრების (გარდა საჯარო მოსამსახურეებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – წიაღის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისა) ანაზღაურებას, კომისიის მდივნის წარდგინების საფუძველზე, უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წიაღის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. კომისიის თავმჯდომარე განსაკუთრებულ შემთხვევებში, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამტკიცებს „დამოუკიდებელ ექსპერტთა“ შემადგენლობას. კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებულ, დამოუკიდებელ ექსპერტთა ანაზღაურებას უზრუნველყოფს სააგენტო კომისიის მდივნის წადგინების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის წევრების, აგრეთვე „დამოუკიდებელ ექსპერტთა“ შრომის ანაზღაურების ოდენობას ადგენს სააგენტოს უფროსი, შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 7. „დამოუკიდებელ ექსპერტს“ აქვს იგივე ფუნქციები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა, რაც კომისიის წევრებს. „დამოუკიდებელი ექსპერტი“ ინარჩუნებს ანონიმურობას და არ ახმაურებს მის მიერ დაწერილ საექსპერტო დასკვნას ანგარიშის დაცვამდე. 8. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. 9. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს, აგრეთვე კომისიის სხდომის ოქმის გაფორმებასა და ხელმოსაწერად მომზადებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. მუხლი 4 1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით, რომელთა რაოდენობა შეზღუდული არ არის. 2. კომისია იკრიბება საჭიროების მიხედვით. 3. მორიგი სხდომის მოწვევის თარიღს, დღის წესრიგსა და კომისიის ჩატარების ადგილს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 4. კომისიის წევრების თანხმობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პირველივე სხდომაზე უყაროს კენჭი წარდგენილ მარაგებს დასამტკიცებლად/ჩამოსაწერად. 5. კომისიის სამუშაო სხდომამდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე კომისიის მდივანი კომისიის წევრებს უგზავნის განსახილველი საკითხების მასალასა და ინფორმაციას სხდომის მოწვევის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ. 6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილების მიღება ხდება სხდომის მონაწილე წევრთა ხმების უმრავლესობით. 7. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის რომელიმე წევრი მონაწილეობას იღებდა განსახილველად წარდგენილი კონკრეტული მარაგების მომზადების პროცესში, მას აღარ აქვს აღნიშნული საკითხის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება. 8. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 9. კომისიის სხდომები მიმდინარეობს დახურულად. მარაგების დამტკიცების/ჩამოწერის მიზნით, ასევე სასარგებლო წიაღისეულის რესურსების ანგარიშის განხილვის მიზნით გამართული სხდომის ოქმის ნაწილი, რომელიც მოიცავს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციას, ლიცენზიის მფლობელის თანხმობის გარეშე არ გასაჯაროვდება. 10. მარაგების დამტკიცებისათვის/ჩამოწერისათვის ლიცენზიის მფლობელმა კომისიას უნდა წარუდგინოს: ა) ტექსტური მასალა, რომლის შემადგენელი დოკუმენტებია: ა.ა) სატიტულო ფურცელი; ა.ბ) შემსრულებელთა სია; ა.გ) რეფერატი; ა.დ) ანგარიშის შინაარსი; ა.ე) შესავალი; ა.ვ) საბადოს რაიონის ადმინისტრაციული მდებარეობა, ფიზიკური და ეკონომიკურ-გეოგრაფიული დახასიათება და ინფრასტრუქტურა; ა.ზ) რაიონის მოკლე, მაგრამ სრული გეოლოგიური დახასიათება; ა.თ) საბადოს გეოგრაფიული და გეოტექტონიკური მდებარეობა; ა.ი) საბადოს დამუშავების სამთო-გეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, სამთო-ტექნიკური, ჰიდროგეოლოგიური და ეკოლოგიური პირობები; ა.კ) საბადოს სტრუქტურა და გეოლოგიური აგებულება; ა.ლ) სასარგებლო წიაღისეულის ნივთიერი შედგენილობა და ტექნოლოგიური თვისებები; ა.მ) დანიშნულების მიხედვით, დასინჯვის სახეობები და მათი განხორციელების დასაბუთებული ხერხები; ა.ნ) სინჯების გამოცდის ძირითადი და საკონტროლო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული ლაბორატორიის (რომელიც შეტანილია აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრში) ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის დასახელება და აკრედიტაციის სერტიფიკატი, შიდა და გარე კონტროლის მონაცემები, მათი ურთიერთშედარებით მიღებული დასკვნები შემთხვევითი და სისტემატური ცდომილებების შესახებ, მათ აღმოსაფხვრელად განხორციელებული ღონისძიებები; ა.ო) მონაცემთა სტატისტიკური დამუშავებისა და მათემატიკური მოდელირების გამოყენებული მეთოდები, ხერხები, მათი აღწერა, მიღებული რაოდენობრივი მონაცემებისა და შედეგების გაშიფვრა; ა.პ) მათემატიკური მოდელირების მონაცემებზე დაყრდნობით, გამადნების ძირითადი პარამეტრების (სასარგებლო კომპონენტების შემცველობების) რაოდენობრივი მაჩვენებლების მათემატიკური მოლოდინის გამოსათვლელი ხერხების დასაბუთება; ა.ჟ) თანმდევი კომპონენტების რაოდენობრივი მონაცემები; ა.რ) მარაგების ანგარიშისათვის გამოყენებული მეთოდის აღწერა და დასაბუთება; ა.ს) მიღებული კონდიციებისა და კიდურა მონაცემების დასაბუთება; ა.ტ) გამადნების სანდოობის კატეგორიებად დაყოფის დასაბუთება; ა.უ) მარაგების ანგარიშის სხვადასხვა ფორმულარები, მათ შორის, საბოლოო ფორმულარი; ა.ფ) საბადოს დამუშავების ტექნოლოგიური სქემა; ა.ქ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ეკონომიკური მაჩვენებლები და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოთვლები; ა.ღ) საბადოს ეკოლოგიური პირობები; ბ) კარტოგრაფიული მასალა, რომლის შემადგენელი დოკუმენტებია: ბ.ა) რაიონის მიმოხილვითი რუკა; ბ.ბ) საბადოს რაიონის მსხვილმასშტაბიანი (1:50000 ან 1:25000) გეოლოგიური რუკა, სტრატიგრაფიული სვეტით, საბადოზე გამავალი, მინიმუმ ორი ჭრილითა და დეტალური პირობითი ნიშნებით; ბ.გ) საბადოს დეტალური გეოლოგიური რუკა (მასშტაბი 1:10000-დან 1:1000-მდე) მასზე გამადნებული სხეულის შემოკონტურებით; ბ.დ) რამდენიმე გეოლოგიური ჭრილი, ჭრილების მეთოდით მარაგების ანგარიშის შემთხვევაში კი, მოცემული უნდა იყოს მარაგების ბლოკების შემოსასაზღვრად გამოყენებული ყველა ჭრილი, მათზე სამრეწველო გამადნების შემოკონტურებით; ბ.ე) მარაგების ანგარიშის სქემა, სამთო საძიებო გამონამუშევრებისა და საძიებო ჭრილების დატანითა და მადნიანი ბლოკების შემოკონტურებით; ბ.ვ) ყველა კარტოგრაფიული მასალა მიბმული და შესრულებული უნდა იყოს UTM-WGS84 საკოორდინატო სისტემაში; გ) დანართი, რომელიც უნდა შეიცავდეს: გ.ა) სამთო გამონამუშევრების პასპორტებს (ჭრილებს); გ.ბ) ყველა საძიებო გამონამუშევრის დასინჯვის სქემას ცალ-ცალკე, მასზე გამადნებული ნაწილის გამოყოფითა და დასინჯვის მონაცემების ჩვენებით; გ.გ) სამთო გამონამუშევრების კოორდინატთა უწყისს (საჭიროების შემთხვევაში, გამადნებული სხეულის საგებისა და სახურავის გადაკვეთების ჩვენებით); გ.დ) წიაღითსარგებლობის ლიცენზიის ასლსა და სალიცენზიო პირობებს; გ.ე) ლაბორატორიების მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგების დამოწმებულ ამონაწერს. 11. მიწისქვეშა წყლების საბადოს შესწავლა და მარაგების გამოთვლის ჰიდროგეოლოგიური ანგარიშის შედგენა უნდა მოხდეს „სასმელი, სამკურნალო მინერალური, სამრეწველო, ტექნიკური და თბოენერგეტიკული მიწისქვეშა წყლების მარაგებისა და პროგნოზული რესურსების კლასიფიკაციის და მარაგების გამოთვლის ანგარიშის შედგენის მეთოდური მითითებების“ ინსტრუქციის მიხედვით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი. 12. მყარი სასარგებლო წიაღისეულის საბადოს შესწავლა და მარაგების გამოთვლის ანგარიშის შედგენა უნდა მოხდეს „მყარი სასარგებლო წიაღისეულის მარაგებისა და პროგნოზული რესურსების კლასიფიკაციისა და მარაგების გამოთვლის ანგარიშის შედგენის მეთოდური მითითებების“ ინსტრუქციის მიხედვით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი. 13. მადნეულ საბადოებზე მარაგების დამტკიცების მიზნით ანგარიშის წარდგენისას ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, დაიცვას Joint Ore Reserves Committee (JORC) კოდექსით ან სხვა საერთაშორისო სტანდარტ(ებ)ით განსაზღვრული მოთხოვნები. 14. სასარგებლო წიაღისეულის რესურსების ანგარიში კომისიის მდივნის მიერ გადამოწმდება დამატებითი კვლევების არსებობაზე და ამის შემდეგ წარედგინება კომისიას განსახილველად. 15. კომისია განიხილავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების ანგარიშს და გასცემს რეკომენდაციას ამ ტერიტორიაზე გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების გაგრძელებაზე. 16. კომისიისთვის წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია ლიცენზიის მფლობელი. 17. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების/ ჩამოწერის, ასევე სასარგებლო წიაღისეულის რესურსების ანგარიშთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნის მიზნით კომისიისთვის წარდგენილი ანგარიში მომზადებული უნდა იყოს კვალიფიციური ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) სამთო-გეოლოგიური/ჰიდროგეოლოგიური დარგის სპეციალისტი, რომელსაც აქვს შესაბამისი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) სამთო გეოლოგიური/ჰიდროგეოლოგიური სამრეწველო ტიპის საბადოზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო (შესასრულებელი სამუშაოების მსგავსი) გამოცდილება. 18. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ანგარიშს დაურთოს ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 19. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიას შეუძლია ლიცენზიის მფლობელს მოსთხოვოს, დამატებით ჩაატაროს და კომისიას წარუდგინოს გეოლოგიური და ლაბორატორიული კვლევის მასალები, რომლებიც საჭიროა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების, ტიპის, ხარისხისა და თანმდევი კომპონენტების დასადგენად. ამასთან, კომისიას უფლება აქვს, გამოითხოვოს ჩატარებული კვლევების პირველადი დოკუმენტაცია-მასალები. 20. ზემოთ ჩამოთვლილი მასალები სრული სახით (მათ შორის, ელექტრონული ვერსია) წარდგენილ უნდა იქნეს ხუთ ეგზემპლარად. კომისიას უნდა წარედგინოს განსახილველი მარაგების ანგარიშის მოკლე დახასიათება საავტორო ცნობის სახით, კომისიის წევრთა რაოდენობის მიხედვით. 21. კომისიის დასკვნა ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. კომისია სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების/ჩამოწერის თაობაზე დასკვნას შეიმუშავებს ამ მუხლის მე-10 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის სრულად წარდგენიდან სამი თვის ვადაში. 22. სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების/ჩამოწერის მიზნით, კომისია თავის დასაბუთებულ დადებით დასკვნას (კომისიის სხდომის ოქმს) სხდომის გამართვიდან 14 კალენდარულ დღეში წარუდგენს მინისტრს, რომელიც სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების/ჩამოწერის თაობაზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, კომისიის მიერ დადებითი დასკვნის წარდგენიდან 14 კალენდარულ დღეში. ასეთ შემთხვევაში მინისტრის შესაბამისი ბრძანების ასლი, კომისიის სხდომის სრული ოქმი და დამტკიცებული/ჩამოწერილი ანგარიშების თითო ეგზემპლარი გადაეცემა სამდივნოს და სააგენტოს, ხოლო სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებით/ჩამოწერით დაინტერესებულ ლიცენზიის მფლობელს გადაეცემა მინისტრის შესაბამისი ბრძანების ასლი, დამტკიცებული/ჩამოწერილი ანგარიშის ერთი ეგზემპლარი და ამონაწერი კომისიის სხდომის ოქმიდან. 23. კომისიის დადებითი დასკვნა არის წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო ბალანსზე აყვანის/ჩამოწერის ერთადერთი საფუძველი. 24. კომისიის დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, ამ მუხლის 22-ე პუნქტით დადგენილ ვადაში, კომიისის სხდომის სრული ოქმი და დაუმტკიცებელი ანგარიშის, ასევე ჩამოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაბამისი ანგარიშის თითო ეგზემპლარი გადაეცემათ კომისიის სამდივნოსა და სააგენტოს, ხოლო სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებით დაინტერესებულ პირს გადაეცემა დაუმტკიცებელი ანგარიშის ერთი ეგზემპლარი და ამონაწერი კომისიის სხდომის ოქმიდან. 25. კომისიის სხდომის ოქმში აღნიშნული რეკომენდაცი(ებ)ის გათვალისწინება ლიცენზიის მფლობელისათვის სავალდებულოა შესასრულებლად. 26. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, პლენარული სხდომისთვის წარადგინოს სამუშაო სხდომაზე კომისიის წევრების მიერ მიცემული შენიშვნებისა და პასუხების ელექტრონული და ბეჭდური ვერსია. თავი IV კომისიის პასუხისმგებლობა მუხლი 5 კომისია პასუხისმგებელია: ა) მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე; ბ) სასარგებლო წიაღისეულის დამტკიცებული მარაგების სიზუსტეზე, დასაშვები ცდომილების ფარგლებში, განხილული გეოლოგიური ანგარიშის ხარისხსა და კომისიაზე დაკისრებული ფუნქციების დროულ განხორციელებაზე. თავი V კომისიის საქმიანობის შეწყვეტა, დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი მუხლი 6 1. კომისიის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. კომისიის დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები