„ტექნიკური რეგლამენტის − „კარტოფილის კიბოს კონტროლის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 ივნისის №305 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის − „კარტოფილის კიბოს კონტროლის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 ივნისის №305 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 258
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020573
258
29/05/2018
ვებგვერდი, 31/05/2018
300160070.10.003.020573
„ტექნიკური რეგლამენტის − „კარტოფილის კიბოს კონტროლის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 ივნისის №305 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №258

2018 წლის 29 მაისი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − „კარტოფილის კიბოს კონტროლის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 ივნისის №305 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „კარტოფილის კიბოს კონტროლის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 ივნისის №305 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/06/2015,  300160070.10.003.018690) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − „კარტოფილის კიბოს კონტროლის წესის“:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

გ) ცენტრი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;“.  

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კარტოფილის  წარმოების ადგილზე პათოგენის არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში, სამინისტროს  სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო)  მიერ  უნდა ჩატარდეს  სახელმწიფო კონტროლი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი