„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/262
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 29/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016562
1-1/262
29/05/2018
ვებგვერდი, 30/05/2018
300300000.22.024.016562
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/262

2018 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ.თ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის  თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, №117, 31/08/2006 წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22.025.009.162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1. 41-ე  მუხლის 62 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6​2. 2017-2018 წლებში ამ მუხლის მე-6, 61, 6​3 და 6​4 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის მიზნით ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, შესაბამის ექსპორტის განხორციელების საანგარიშო თვის დაწყებამდე არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღით ადრე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეატყობინოს წინასწარი საორიენტაციო ინფორმაცია ექსპორტის განხორციელების კონკრეტული საანგარიშო თვის (თვეების), საექსპორტო სიმძლავრისა და ექსპორტის ხელშეკრულების მოსალოდნელი კონტრაჰენტის თაობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი საორიენტაციო ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ამ მუხლის მე-6, 61, 63 და 6​4  პუნქტებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვამდე ან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის დაზუსტებულ მომართვამდე შეამცირებს საექსპორტოდ ნებადართულ მოცულობას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის შეტყობინებაში ასახული ელექტროენერგიის მოცულობით და არ განახორციელებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის შეტყობინებაში ასახულ სიმძლავრეზე გამტარუნარიანობის ხელმისაწვდომი მოცულობის (ATC) განაწილების შესაბამის პროცედურებს.“.

2.  41-ე  მუხლის 63 პუნქტის შემდეგ დაემატოს 64 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,6​4. საქართველოში ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადი, საიმედო და სტაბილური ფუნქციონირების, ასევე ქვეყნის შიდა მიწოდება-მოხმარებაში ელეტროენერგიის უკმარისობის (დეფიციტის) დაფარვის მიზნით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ თურქეთის  რესპუბლიკაში 2018 წლის ზაფხულის პერიოდში (კალენდარული წლის „ივნისი“, „ივლისი“, „აგვისტო“) (ელექტროენერგიის ბარტერის (გაცვლის) წესით მიწოდების უზრუნველსაყოფად, ელექტროენერგიის გაცვლის (2018 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში (კალენდარული წლის „ოქტომბერი“, „ნოემბერი“, „დეკემბერი“) დაბრუნების პირობით) ფარგლებში განსაზღვრული საექსპორტო მოცულობა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორზე ნაწილდება ამ წესების IV​1 თავით გათვალისწინებული პროცედურებისა და საექსპორტო მოცულობის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსში გათვალისწინების გარეშე. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის შეთხვევაში, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, შესაბამის საანგარიშო თვეში თურქეთის რესპუბლიკაში ელექტროენერგიის ექსპორტის დაწყებამდე არაუგვიანეს 7 (შვიდი) დღით ადრე სარეგისტრაციოდ წარუდგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ამ წესების მე-2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება ელექტროენერგიის ექსპორტზე, ასევე ელექტროენერგიის ექსპორტის საპროგნოზო საათობრივი გრაფიკები.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი