„ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 აპრილის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 აპრილის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 260
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 340120000.10.003.020575
260
29/05/2018
ვებგვერდი, 31/05/2018
340120000.10.003.020575
„ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 აპრილის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №260

2018 წლის 29 მაისი

   ქ. თბილისი

 

„ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 აპრილის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, „ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 აპრილის №89 დადგენილებაში (სსმ, 2006 წელი, მუხლი 792)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ დებულების“:

1.  მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ბიოლოგიური პესტიციდის წარმოების ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).“.

2.  მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. სალიცენზიო მოწმობის ფორმა

ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი