დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 262 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.020577 |
|
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში (სსმ, №146, 10/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით რეფერალური პროგრამის ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად:“. 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იქმნება კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობა და საქმიანობის პრინციპები განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული „კომისიის საქმიანობის წესის“: ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამედიცინო დახმარების კომპონენტის მოსარგებლეები არიან: ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების დროს დაზარალებული მოსახლეობა, თუ ეს ხარჯები არ იფარება სხვა სახელმწიფო პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით; ბ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ან შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტის ქონის მიუხედავად; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პოლიციელი ან სამხედრო მოსამსახურე; დ) გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, ასევე №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც ესაჭიროებათ კარდიოქირურგიული მკურნალობა, თუ ეს ხარჯები არ იფარება კერძო სადაზღვევო სქემებით, ან შესაბამისი წლის სახელმწიფო პროგრამებით, ან ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ფარგლებში დაფინანსებული ჯანდაცვის პროგრამებით; ე) სექსუალური ძალადობის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეები (საქართველოს მოქალაქეში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები); ვ) ფილტვების იდიოპათური ფიბროზის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეები (საქართველოს მოქალაქეში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები); ზ) ადრეული ძუძუს აგრესიული HER-2 რეცეპტორ-დადებითი დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული პირებისა; თ) პირი, რომელიც შესაბამისი განაცხადით მოითხოვს სამედიცინო მომსახურებასთან/დახმარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას.“; ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. დაფინანსების ოდენობა და გაცემის პირობები 1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსების თანხის მოცულობა (მათ შორის, როგორც საქართველოს ფარგლებში, ისე ფარგლებს გარეთ) კომისიის მიერ განისაზღვრება ამ მუხლის შესაბამისად. 2. „რეფერალური მომსახურების ფარგლებში“ სამედიცინო დახმარების დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშება ხდება შემდეგი პრინციპით: ა) განაცხადის მიხედვით განისაზღვრება მაძიებლის დაფინანსების სტატუსი: ა.ა) თუ მაძიებლის სტატუსი შეესაბამება ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ჯგუფს, მას ენიჭება დაფინანსების უმაღლესი სტატუსი: ა.ა.ა) პირები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს; ა.ა.ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებისა და სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარები; ა.ა.გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ტერიტორიულ ერთეულებში (ფილიალებში): ა.ა.გ.ა) ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციარები; ა.ა.გ.ბ) რეინტეგრაციაში ან მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები, რომელთა გამოც ოჯახები იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურებას; ა.ა.დ) სკოლა-პანსიონებში მცხოვრები (მათ შორის, მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) ბავშვები; ა.ბ) თუ მაძიებლის სტატუსი შეესაბამება ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ჯგუფს, მას ენიჭება დაფინანსების საშუალო სტატუსი: ა.ბ.ა) 0 – 24 წლის (ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები. ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, გარდა ამავე პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა; ა.ბ.ბ) პირები, რომელთა ოჯახებიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული აქვთ 70 001-დან 100 000 ჩათვლით სარეიტინგო ქულა; ა.ბ.გ) საპენსიო ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, ასევე საპენსიო ასაკის სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები; ა.ბ.დ) მკვეთრად გამოხატული შშმ საქართველოს მოქალაქე; ა.გ) თუ ბენეფიციარი არ განეკუთვნება ამ პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიას, განხორციელდება მისი შემოსავლის შესახებ ინფორმაციის მოპოვება (განაცემის სახის მიუხედავად) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან (შემდგომში – სსიპ – შემოსავლების სამსახური), ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად. 3. ამ მუხლის მიუხედავად, გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნეს კომისიის გადაწყვეტილებით.“; გ) მე-4 მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომისიის სახელზე დაწერილ განცხადებას თან უნდა ახლდეს: ა) მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), სადაც მკაფიოდ და დეტალურად იქნება განმარტებული ყველა პუნქტი, შესაბამისი ICD–10 და/ან NCSP კოდების მითითებით: დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი (ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები), გადატანილი დაავადებები, ანამნეზი, ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები, ავადმყოფობის მიმდინარეობა. საზღვარგარეთ მკურნალობის/დიაგნოსტიკის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, ფორმა №IV-100/ა-ში დამატებით უნდა იყოს ექიმის რეკომენდაცია საზღვარგარეთ მკურნალობის/დიაგნოსტიკის საჭიროების თაობაზე (ICD–10 და NCSP კოდების მითითებით); გ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშფაქტურა, კალკულაციით; უცხოეთიდან წარმოდგენილ ანგარიშფაქტურასა და კალკულაციაში (ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიალურად) მითითებული უნდა იქნეს დანახარჯები შემდეგი ჩაშლის მიხედვით: გ.ა) არასამედიცინო მომსახურება (ტრანსფერი, სასტუმრო, თანმხლები პირი სხვა); გ.ბ) სამედიცინო მომსახურება: გ.ბ.ა) ოპერაციული ჩარევა; გ.ბ.ბ) კონსერვატიული მკურნალობა; გ.ბ.გ) დიაგნოსტიკა; გ.ბ.დ) ქიმიოთერაპია; გ.ბ.ე) სხივური თერაპია და სხვა; დ) საბანკო ანგარიში მკურნალობისთვის საჭირო დანარჩენი თანხის დაფიქსირებით.“; გ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობის/დიაგნოსტიკის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისიის მიერ განსახილველი დოკუმენტაცია ეგზავნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი დარგის ექსპერტს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობის აუცილებლობის თაობაზე დასკვნისათვის.“; დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. კომისიისა და კომისიის წევრთა ზოგადი უფლებამოსილებები 1. კომისიის თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე): ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას; ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს. 2. კომისიის მდივანი: ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას; ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომის მასალების შენახვასა და დაცვაზე. 3. კომისია უფლებამოსილია, სსიპ – შემოსავლების სამსახურისგან დაინტერესებული პირის განცხადების დაფინანსების მიზანშეწონილობის განსასაზღვრად სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მეშვეობით გამოითხოვოს ინფორმაცია პირის შემოსავლების შესახებ. 4. ამ დადგენილების მიზნებისათვის, ფიზიკური პირის შემოსავალი განისაზღვრება: ა) იმ პირებისათვის, რომელთა შემოსავალი ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას ყოველთვიურად, საანგარიშო თვის (სსიპ – შემოსავლების სამსახურისაგან სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდების თვე) წინა თვიდან ბოლო უწყვეტი 12 თვის მდგომარეობით დასაბეგრი შემოსავლით, კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო შეღავათების გარეშე; ბ) იმ პირებისათვის, რომელთა შემოსავალი არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრასა და საგადასახადო ორგანოში წარადგენენ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას, სსიპ – შემოსავლების სამსახურისაგან სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდების წინა საანგარიშო წლის მდგომარეობით დასაბეგრი შემოსავლით, კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო შეღავათებისა და წინა წლების ზარალის გამოქვითვის გარეშე; გ) იმ პირებისათვის, რომლებიც საგადასახადო ორგანოში წარადგენენ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას და ასევე აქვთ შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სიდიდეების ჯამით; დ) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირისათვის სსიპ – შემოსავლების სამსახურისაგან სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების წინა საანგარიშო წლის მდგომარეობით სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 %-ისა და სხვა წყაროებიდან მიღებული იმ დასაბეგრი შემოსავლის (მ.შ., ხელფასის სახით) ჯამით, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს, ხოლო მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის სსიპ – შემოსავლების სამსახურისაგან სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების წინა საანგარიშო წლის მდგომარეობით სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლისა და სხვა წყაროებიდან მიღებული იმ დასაბეგრი შემოსავლის (მ.შ., ხელფასის სახით) ჯამით, რომელიც არ მიეკუთვნება მიკრობიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს.“; ე) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განაცხადის ფორმა, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის მომსახურების მოცულობა და დაფინანსების მექანიზმი, აგრეთვე ამ პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება ამ დადგენილებით, დამატებით შესაძლებელია, დარეგულირდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები