დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 263 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.020578 |
|
„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/02/2015, 340170000.10.003.018441) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“:
1. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 − 1410 მუხლები: „მუხლი 141. მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის ქვეკომპონენტი კენკროვანი კულტურები 1. მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის ქვეკომპონენტი კენკროვანი კულტურების (შემდგომში − კენკროვნების ქვეკომპონენტი) ფარგლებში, კენკროვანი კულტურების გაშენება განხორციელდება დანართ №6-ში ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში. 2. კენკროვნების ქვეკომპონენტის ფარგლებში დასაშვებია შემდეგი კენკროვანი კულტურების გაშენება: ა) ლურჯი მოცვი; ბ) მაყვალი; გ) ჟოლო. 3. გასაშენებელი კენკროვანი კულტურ(ებ)ის ჯიშ(ებ)ს რეგიონის ან/და მუნიციპალიტეტის მიხედვით განსაზღვრავს სააგენტო ცენტრთან ერთად. მუხლი 142. ფინანსური დახმარება 1. კენკროვნების ქვეკომპონენტის ფარგლებში ფინანსური დახმარება ითვალისწინებს მრავალწლოვანი კენკროვანი კულტურის ბაღის გასაშენებლად ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას დაფინანსების სახით, მრავალწლოვანი კენკროვანი კულტურების ნერგების, სარწყავი სისტემის მოწყობის ან/და ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების შეძენის მიზნით. 2. კენკროვნების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100% როგორც ნერგების ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში. ამავდროულად, თითოეულ ნერგზე დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გასაშენებელი ნერგების რაოდენობა განსაზღვრულია დანართ №7-ში. 3. კენკროვნების ქვეკომპონენტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე, ფიზიკური პირის შემთხვევაში, დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულების 100%, მაგრამ არაუმეტეს 3000 ლარისა (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში − არაუმეტეს 3000 ლარისა (დღგ-ის ჩათვლით), ყოველ 0.5 ჰა-ზე გადაანგარიშებით. 4. კენკროვნების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%, დანართ №8-ის შესაბამისად. ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ჩამონათვალს, კულტურების მიხედვით, განსაზღვრავს სააგენტო ცენტრთან ერთად, ხოლო კენკროვნების ქვეკომპონენტის მიზნებისთვის საჭირო მასალების საბაზრო ფასი დადგინდება სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის მიერ. 5. მიწის ნაკვეთის ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება სააგენტოს მიერ შემუშავებული დეტალური პროცედურების შესაბამისად. 6. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს, რომელსაც პროგრამის პირობების შესაბამისად დაუფინანსდა არანაკლებ 5 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღი ერთ მუნიციპალიტეტში ან იმ ფიზიკური პირებისგან შემდგარ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომლის მეპაიეებს, კენკროვნების ქვეკომპონენტის პირობების შესაბამისად, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ჯამურად დაუფინანსდათ არანაკლებ 5 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღები ერთ მუნიციპალიტეტში, სააგენტოს მიერ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო ერთი ერთეული სტაციონარული მაცივარ-კონტეინერი, რომლის ტევადობა იქნება საშუალოდ 20 ტონა. მუხლი 143. ტექნიკური დახმარება 1. კენკროვნების ქვეკომპონენტის პოტენციურ ბენეფიციარებს ცენტრის ორგანიზებით უტარდებათ შესაბამისი ტრენინგები მას შემდეგ, რაც სააგენტოში სრულად წარადგენენ პროგრამის 148 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას. 2. ტრენინგების დასრულების შემდგომ ცენტრის მიერ ჩატარდება ტრენინგგავლილი პირების ტესტირება შესწავლილ საკითხებში. 3. ტრენინგებზე შესასწავლ საკითხებს შეიმუშავებს ცენტრი. 4. კენკროვნების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას, რომელსაც აფასებს ცენტრი. 5. ცენტრი შეიმუშავებს და ამტკიცებს კენკროვანი კულტურების აგროტექნოლოგიურ რუკას, რომელიც გადაეცემა ტრენინგების მონაწილეებს. მუხლი 144. შეზღუდვა 1. კენკროვნების ქვეკომპონენტის ფარგლებში, ფიზიკური პირის დაფინანსების შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0.15 ჰა-დან არაუმეტეს 0.5 ჰა-ის ჩათვლით კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება. 2. კენკროვნების ქვეკომპონენტის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დაფინანსების შემთხვევაში: ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის (რომლის საკუთრებაშია მეპაიეების მიერ პაის სახით შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები) მიერ კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების ფართობი განისაზღვრება თითოეული მეპაიის მიერ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაოდენობის მიხედვით, თითოეულ მეპაიეზე არაუმეტეს 0,5 ჰა-ის გადაანგარიშებით; ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის (რომლის მეპაიეებს პაის სახით არ აქვთ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები) მიერ კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების ფართობი განისაზღვრება თითოეული მეპაიის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რაოდენობის მიხედვით, თითოეულ მეპაიეზე არაუმეტეს 0,5 ჰა-ის გადაანგარიშებით. 3. კენკროვნების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან შესული განაცხად(ებ)ით მოთხოვნილი იქნება არანაკლებ 5 ჰა კენკროვანი კულტურ(ებ)ის ბაღის გაშენება. მუხლი 145. კენკროვნების ქვეკომპონენტის ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები 1. კენკროვნების ქვეკომპონენტის ბენეფიციარი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს მოქალაქე; ბ) საქართველოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი. 2. ფიზიკური პირის შემთხვევაში − კენკროვნების ქვეკომპონენტის ამოქმედების თარიღისთვის პოტენციურ ბენეფიციარ ფიზიკურ პირს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც უნდა იყოს არანაკლებ 0,15 ჰექტარისა, ამავდროულად მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ის ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 5 ჰა-ს. 3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, კენკროვნების ქვეკომპონენტის ამოქმედების თარიღისთვის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემული ორი პირობიდან ერთ-ერთს: ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, თითოეული მეპაიის მიერ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 0.15 ჰა-დან არაუმეტეს 5 ჰა-ის ჩათვლით; ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის თითოეულ მეპაიეს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არანაკლებ 0.15 ჰა-დან არაუმეტეს 5 ჰა-ის ჩათვლით. 4. კენკროვნების ქვეკომპონენტის ამოქმედების თარიღისთვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ფლობის შეზღუდვა არ გავრცელდება იმ პოტენციურ ბენეფიციარზე, რომელიც კენკროვნების ქვეკომპონენტის ამოქმედების შემდგომ პერიოდში მოახდენს მიწის ნაკვეთის პირველად რეგისტრაციას საკუთრებაში შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე ან 0.15 ჰა-დან 5 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს შეიტანს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში პაის სახით. 5. შესაძლებელია მიწის ნაკვეთები იყოს რეგისტრირებული სხვადასხვა საკადასტრო კოდით, თუ მათზე შესაძლებელია მოეწყოს ერთიანი სარწყავი სისტემა. ერთიანი სარწყავი სისტემა უნდა ემსახურებოდეს ერთ ან რამდენიმე მიწის ნაკვეთზე გაშენებულ მრავალწლოვან კენკროვან ბაღს და მისი კომპლექტაცია უნდა შედგებოდეს ერთი ტუმბოსა და წყლის დაგროვების ერთი ავზისგან, ასევე სხვა მაკომპლექტებლებისგან. 6. პოტენციურ ბენეფიციარს განაცხადის შეტანის მომენტში არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება. მუხლი 146. კენკროვანი კულტურის ბაღის კრიტერიუმები 1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (სადაც იგეგმება კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენება) მიმდებარედ უნდა არსებობდეს ელექტროენერგიის წყარო, ასევე უნდა ხდებოდეს მისი უზრუნველყოფა წყლის წყაროთი (არაუმეტეს 500 მეტრის მანძილზე), როგორიცაა მოქმედი სარწყავი არხი, მდინარე, ტბა, ჭა ან ჭაბურღილი. 2. მიწის ნაკვეთს, სადაც იგეგმება კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენება, არ უნდა ედოს ყადაღა. მუხლი 147. სხვა პირობები 1. კენკროვნების ქვეკომპონენტის ფარგლებში ადგილობრივ ბაზარზე საჭირო ნერგებისა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის შესყიდვა განხორციელდება პროგრამის მე-10 მუხლის შესაბამისად. 2. ბენეფიციარის მიერ ბაღის გასაშენებლად საჭირო მასალების შესყიდვა უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ შერჩეული პირებიდან. 3. პროგრამის 142 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მაცივარ-კონტეინერების შესყიდვას განახორციელებს სააგენტო სახელმწიფო შესყიდვის გზით. 4. სააგენტო ცენტრთან ერთად შეიმუშავებს შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ მახასიათებლებს, ტექნიკურ და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს გამგეობა. 5. სააგენტო ყოველწლიურად, არაუგვიანეს ყოველი წლის მე-3 კვარტალისა, განსაზღვრავს კენკროვნების ქვეკომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღების დაწყებისა და დამთავრების თარიღებს. მუხლი 148. პოტენციური ბენეფიციარის მიერ დაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია 1. პოტენციური ბენეფიციარის მიერ პირველ ეტაპზე სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) შევსებული პირველადი განაცხადი (განაცხადის ფორმას შეიმუშავებს სააგენტო); ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული მოწმობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შესახებ (კოოპერატივის შემთხვევაში); გ) პირადობის მოწმობის ასლი (კოოპერატივის შემთხვევაში − უფლებამოსილი პირის); დ) ცნობა სსიპ − შემოსავლების სამსახურიდან საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ; ე) მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა); ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მიწის ნაკვეთის წყლისა და დენის წყაროთი უზრუნველყოფისა და გასაშენებელ მიწის ნაკვეთზე ნარგავებისა და ნაგებობების არარსებობის შესახებ; ზ) მიწის ნაკვეთის ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე ცენტრის მიერ გაცემული ცნობა განაცხადით გათვალისწინებული კენკროვანი კულტურისათვის მიწის ნაკვეთის ნიადაგის ვარგისიანობისა და შესაბამისობის შესახებ. 2. მეორე ეტაპზე პოტენციური ბენეფიციარის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) შევსებული მეორადი განაცხადი (განაცხადის ფორმას შეიმუშავებს სააგენტო); ბ) ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი (წერილობითი დასტური ან/და სერტიფიკატი) ტრენინგების წარმატებით გავლის შესახებ; გ) ცნობა მიწის ნაკვეთის დამუშავების შესახებ, გაცემული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ (მიწის ნაკვეთის დამუშავების კრიტერიუმებს, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ბენეფიციარმა, შეიმუშავებს ცენტრი); დ) ნერგების შესყიდვის ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე; ე) შესასყიდი სარწყავი სისტემის (წვეთოვანი ირიგაცია, სპრანკლერ-ირიგაცია) ინვოისები ან ხელშეკრულება ქართულ ენაზე, ინგლისურ ან რუსულ ენაზე; ვ) კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების შესყიდვის ინვოისები ან/და ხელშეკრულება ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე; ზ) სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია. მუხლი 149. დაფინანსების მისაღებად გასავლელი პროცედურები და პროცედურებში მონაწილე პირების ფუნქციები 1. დაფინანსების მიღების დეტალურ პროცედურებსა და დოკუმენტაციის სააგენტოში წარდგენის ეტაპებს შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელდება ინფორმაციის მიწოდება პოტენციური ბენეფიციარ(ებ)ისთვის კენკროვნების ქვეკომპონენტის შესახებ. 3. ცენტრის მიერ განხორციელდება მრავალწლოვანი კულტურისათვის მიწის ნაკვეთის ნიადაგის ვარგისიანობისა და შესაბამისობის შესახებ ცნობის გაცემა ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე, მის მიერვე შემუშავებული პროცედურის შესაბამისად. მუხლი 1410. მონიტორინგი ბენეფიციარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს განახორციელებს სააგენტო, არსებული დეტალური პროცედურის შესაბამისად.“. 2. დანართები: №1, №2 და №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 3. №5 დანართის შემდეგ დაემატოს დანართები: №6, №7, №8 და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
მრავალწლიანი კულტურების ნუსხა რეგიონების მიხედვით
|
დანართი №2 თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობის ცხრილი კულტურების მიხედვით
დანართი №4 ნერგების 1 ჰა-ზე დასარგავი მინიმალური რაოდენობა მრავალწლიანი კულტურების მიხედვით (მცენარეების დასაშვები მინიმალური სიხშირე 1 ჰა-ზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ტიპის ბაღების გაშენების მიზნით)
დანართი №6 კენკროვანების ქვეკომპონენტის განხორციელების გეოგრაფიული არეალი კენკროვანების ქვეკომპონენტი განხორციელდება საქართველოს შემდეგ რეგიონებში
1. იმერეთი – საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ხარაგაულის, ბაღდათის, ვანის, ხონის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტები. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დაფინანსება განხორციელდება შემდეგ ტერიტორიებზე:
2. გურია – ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები; 3. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტები; 4. სამეგრელო-ზემო სვანეთი – წალენჯიხის, მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები.
დანართი №7 თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და 0.5 ჰექტარზე დასარგავი ნერგების რაოდენობა
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ გასაშენებელი ფართობი ნაკლებია ან მეტია 0.5 ჰა-ზე, ნერგების რაოდენობა განისაზღვრება გასაშენებელი ფართობის პირდაპირ პროპორციულად 0.5 ჰა-სთან მიმართებით.
დანართი № 8 კენკროვანების ქვეკომპონენტით დასაფინანსებელი ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ჩამონათვალი
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები