„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 18 ოქტომბრის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 107
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 21/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.038.017013
107
30/05/2018
ვებგვერდი, 31/05/2018
010340000.22.038.017013
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 18 ოქტომბრის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 18 ოქტომბრის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №107

2018 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 18 ოქტომბრის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  მინისტრის 2017 წლის 18 ოქტომბრის №116 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18/10/2017, 010340000.22.038.016874) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის:

1. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული);

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება;

გ) მასმედიასთან ან საერთაშორისო ორანიზაციებთან, ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

დ) ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;

ე) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;

ვ) საოფისე პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა.“.

2. 31-ე და 32-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31

1. სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს პროფესიული ზედამხედველის (სოციალური მუშაობის მიმართულებით) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება სოციალურ მუშაობაში (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული);

ბ) სოციალური მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

გ) ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;

დ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის კარგი ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა;

ვ) სოციალურად მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება;

ზ) მსჯავრდებულებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი);

თ) უცხო ენების ცოდნა (სასურველი);

ი) მენეჯერული გამოცდილება სოციალურ მუშაობაში (სასურველი);

კ) სოციალური პროგრამების ან/და მომსახურებების მონიტორინგის გამოცდილება (სასურველი);

ლ) სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების ან/და განხორციელების გამოცდილება (სასურველი).

2. სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს პროფესიული ზედამხედველის (სოციალური მუშაობის მიმართულებით) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);

გ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;

დ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება;

თ) „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანება;

ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;

კ) „მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 5 ივნისის №39 ბრძანება;

ლ) „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის №132/№95/ №23 ერთობლივი ბრძანება;

მ) „მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 3 ივლისის №68 ბრძანება.

მუხლი 32

1. სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს პროფესიული ზედამხედველის (ფსიქოლოგიური მუშაობის მიმართულებით) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული);

ბ) ფსიქოლოგიური, კერძოდ, ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოკონსულტირების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

გ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის კარგი ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა;

ე) ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;

ვ) უცხო ენების ცოდნა (სასურველი);

ზ) მსჯავრდებულებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი);

თ) კურსი,  პრაქტიკული გამოცდილება ან ტრენინგი ფსიქოთერაპიის მიმართულებით (სასურველი);

ი) მენეჯერული გამოცდილება (სასურველი);

კ) სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების ან/და განხორციელების გამოცდილება (სასურველი).

2. სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს პროფესიული ზედამხედველის (ფსიქოლოგიური მუშაობის მიმართულებით) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);

გ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;

დ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება;

ზ) „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანება;

თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;

ი) „მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 5 ივნისის №39 ბრძანება;

კ) „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის №132/№95/ №23 ერთობლივი ბრძანება;

ლ) „მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 3 ივლისის №68 ბრძანება.“.

3. 33-ე - 35-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

4. 39-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-40 და 41-ე მუხლები:

„მუხლი 40

1. პრობაციის ბიუროს სოციალური მუშაკის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება სოციალურ სამუშაოში ან სხვა სფეროში (პირებს, რომელთაც არ აქვთ უმაღლესი განათლება სოციალურ სფეროში სავალდებულოა სასერტიფიკატო კურსი);

ბ) სოციალური მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მსჯავრდებულებთან მუშაობის გამოცდილებას);

გ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის კარგი ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა;

ე) ტრენინგების ჩატარების გამოცდილება (სასურველი);

ვ) სოციალური პროგრამების ან/და მომსახურებების მონიტორინგის გამოცდილება (სასურველი);

ზ) სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების ან/და განხორციელების გამოცდილება (სასურველი);

თ) უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში შესაბამისი ენების ცოდნა (სასურველი).

2. პრობაციის ბიუროს სოციალური მუშაკის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);

გ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;

დ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება;

თ) „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანება;

ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;

კ) „მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 5 ივნისის №39 ბრძანება;

ლ) „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის №132/№95/№23 ერთობლივი ბრძანება;

მ) „მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 3 ივლისის №68 ბრძანება;

ნ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება.

მუხლი 41

1. პრობაციის ბიუროს ფსიქოლოგის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული);

ბ) ინდივიდუალური ან/და ჯგუფური ფსიქოკონსულტირების ცოდნა და გამოცდილება;

გ) ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება (სასურველი);

დ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის კარგი ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა;

ვ) ტრენინგების ჩატარების გამოცდილება (სასურველი);

ზ) კურსი, სამუშაო გამოცდილება ან ტრენინგი ფსიქოთერაპიის მიმართულებით (სასურველი);

თ) მსჯავრდებულებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი);

ი) სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების ან/და განხორციელების გამოცდილება (სასურველი);

კ)  უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში შესაბამისი ენების ცოდნა (სასურველი).

2. პრობაციის ბიუროს ფსიქოლოგის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);

გ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;

დ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება;

ზ) „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანება;

თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანება;

ი) „მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპების, წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 5 ივნისის №39 ბრძანება;

კ) „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის №132/№95/ №23 ერთობლივი ბრძანება;

ლ) „მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 3 ივლისის №68 ბრძანება;

მ)  „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს  2018 წლის პირველი ივნისიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი