დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 252 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/05/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.020567 |
|
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2011, 340170000.10.003.016170) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის: ა) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) გამცემი ორგანო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;“; ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ეროვნული სააგენტო) განსაზღვრავს ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის პირობებს.“. 2. ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ეროვნული სააგენტო) განსაზღვრავს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ, საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის პირობებს.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები