„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 251
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020566
251
28/05/2018
ვებგვერდი, 30/05/2018
300160070.10.003.020566
„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №251

2018 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

 

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017645) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-2 მუხლის 28-ე და 29-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„28. სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

29. დეპარტამენტი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება −  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.“.

2. მე-13 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​1. რეკრეაციული თევზჭერა ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტისა და „რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქციის“ შესაბამისად, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში − მინისტრი).“.

3. 151 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ სარეწაო თევზჭერის აღრიცხვა ხორციელდება „ელექტრონული სარეწაო ჟურნალის წარმოების ინსტრუქციის“  შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი