ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016292
72
31/05/2018
ვებგვერდი, 07/06/2018
010260020.35.136.016292
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №72

2018 წლის 31 მაისი

დაბა ხულო

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის  საფუძველზე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №21 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 16/11/2017, 010260020.35.136.016241) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის  26-ე მუხლის  მეორე  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მერიის საქმისწარმოებაში გამოყენებული დოკუმენტების სახეებისა და მათი გაფორმების სტანდარტების შესაბამისობას უზრუნველყოფს საქმისწარმოების განყოფილება – მეორადი სტრუქტურული ერთეული.“

მუხლი 2. „ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 29 მარტის №58 დადგენილებაში (ვებგვერდი, 05/04/2018, 010260020.35.136.016278) შეტანილ იქნეს  ცვლილება და  დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპები

შიდა აუდიტის და მონიტორინგის  სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის,  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარისა და მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტების, წინამდებარე დებულების მოთხოვნებისა და შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით:

ა) დამოუკიდებლობა;

ბ) კეთილსინდისიერება;

გ) ობიექტურობა;

დ) პროფესიონალიზმი;

ე) კონფიდენციალურობა;

ვ) კანონიერება;

ზ) გამჭვირვალობა.“.


მუხლი 3. „ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2018 წლის 29 მარტის №63 დადგენილებაში (ვებგვერდი, 05/04/2018, 010250000.35.136.016283) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება - დამატებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი  და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„სამსახურის ფუნქციებია“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„ე) მერიის სამსახურებში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა;“.


მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე