„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 213
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017102
213
01/06/2018
ვებგვერდი, 04/06/2018
230210000.22.033.017102
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №213

2018 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

მუხლი 11. წინასწარი ინფორმაცია

1. საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წინასწარი ინფორმაცია საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალების, ამ სატრანსპორტო საშუალებით გადასაადგილებელი საქონლის ან/და მგზავრების შესახებ (შემდგომში – წინასწარი ინფორმაცია).

2. წინასწარი ინფორმაცია საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდებული უნდა იქნეს საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ელექტრონული საშუალებით, შემდეგი ფორმატების გამოყენებით:

ა)  EDIFACT PNRGOV, როგორც ეს აღწერილია EDIFACT-ის აღსრულების სახელმძღვანელო მითითებაში; მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემები, მიწოდებული სახელმწიფო ან სხვა ორგანოსთვის; PNRGOV შეტყობინების ვერსია 11.1 ან შემდგომი ვერსია;

ბ) XML PNRGOV, როგორც ეს აღწერილია XML-ის სახელმძღვანელო მითითებაში; მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემები, მიწოდებული სახელმწიფო ან სხვა ორგანოსთვის; PNRGOV შეტყობინების ვერსია 13.1 ან შემდგომი ვერსია.

3. იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ტექნიკური ხარვეზის/შეფერხების არსებობისას შეუძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმატების გამოყენება, წინასწარი ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი სხვა საშუალებით, უსაფრთხოების შესაბამისი ნორმების დაცვით;

ბ)  საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელ პირს არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფორმატების შესაბამისად მიაწოდოს საგადასახადო ორგანოს წინასწარი ინფორმაცია, აღნიშნული მონაცემების ელექტრონული ფორმით მიწოდების სხვა ტექნიკური საშუალებები და ფორმები დამატებით განისაზღვრება საგადასახადო ორგანოს მიერ.

4. საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალების და ამ საშუალებით გადასაადგილებელი საქონლის შესახებ წინასწარი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საქონლის ჩამოსვლის თარიღი;

ბ) საბაჟო საწყობი;

გ) გადამზიდავი ავიაკომპანია;

დ) რეისის ნომერი;

ე) ავიაზედდებულის ნომერი;

ვ) ადგილების რაოდენობა;

ზ) საქონლის საერთო წონა;

თ) საქონლის მიმღების შესახებ ინფორმაცია;

ი) საქონლის დასახელება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი ინფორმაცია იგზავნება საჰაერო ხომალდის გეგმით გათვალისწინებული გამგზავრებისას/გამომგზავრებისას.

6. საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალების და ამ  საშუალებით გადასაადგილებელი მგზავრების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) მგზავრის სახელის ჩანაწერის (PNR) შემთხვევაში:

ა.ა) მგზავრობის მარშუტი (მათ შორის, მგზავრობის დაგეგმილი თარიღი და ფრენის საზიარო კოდი (არსებობის შემთხვევაში));

ა.ბ) მგზავრთა საერთო რაოდენობა;

ა.გ) თითოეული მგზავრის:

ა.გ.ა) სახელი და გვარი, აღნიშნული ავიახაზების შესაბამის სისტემაში;

ა.გ.ბ) სტატუსი (მგზავრი/ტრანზიტული მგზავრი);

ა.გ.გ) PNR ნომრის აღმნიშვნელი უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი (რომელიც აღნიშნულია ავიახაზების შესაბამის სისტემაში);

ა.გ.დ) დასაჯდომად გამოყოფილი სპეციალური ადგილის ნომერი;

ა.გ.ე) მგზავრობის დაწყებისა და დასრულების თარიღები;

ა.გ.ვ) ბილეთის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, ბილეთის ნომერი, ბილეთი მხოლოდ ერთ გზაზე, ბილეთის დაჯავშნის/გაცემის თარიღი, თანხის გადახდის მეთოდი, ასევე შესყიდვის დოკუმენტის გამცემის კოორდინატები);

ა.გ.ზ) ბარგთან დაკავშირებული ინფორმაცია;

ა.დ) ტურისტული სააგენტოს/აგენტის შესახებ ინფორმაცია;

ა.ე) საზიარო PNR კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ა.ვ) არსებობის შემთხვევაში:

ა.ვ.ა)  ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სხვა PNR ინფორმაციასთან;

ა.ვ.ბ) ყველა შესაძლო ინფორმაცია (უფასო ბილეთები, ბონუსები და ა.შ.) მგზავრებზე, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ;

ა.ვ.გ) ყველა ხელმისაწვდომი საკონტაქტო ინფორმაცია (მათ შორის, ინფორმაციის წყაროს შესახებ);

ა.ვ.დ) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ არის მითითებული ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და რომელსაც შესაძლებელია მოიცავდეს მგზავრის სახელის ჩანაწერი;

ა.ზ) ზოგადი შენიშვნა, რაც მოიცავს არასრულწლოვანი მგზავრის მეურვის შესახებ ყველა შესაძლო ინფორმაციას: სახელი, გვარი, სქესი, ასაკი, კავშირი არასრულწლოვანსა და მეურვეს შორის, ტელეფონის ნომერი და სხვ.;

ა.თ) ინფორმაცია ამ პუნქტის „ა.ა“–„ა.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების თაობაზე;

ბ) მგზავრის შესახებ წინასწარი ინფორმაციის (API) შემთხვევაში:

ბ.ა) რეისის საიდენტიფიკაციო ნომერი (IATA Airline code ან/და რეისის ნომერი);

ბ.ბ) გამგზავრების/გამომგზავრების თარიღი და დრო (მითითებული უნდა იყოს შესაბამისი ადგილობრივი თარიღი და დრო);

 ბ.გ) გამგზავრების/გამომგზავრების აეროპორტის/ქალაქის დასახელება;

ბ.დ) დანიშნულების აეროპორტი/ქალაქის დასახელება;  

ბ.ე) არსებობის შემთხვევაში, შემდგომი დანიშნულების აეროპორტის/ქალაქის დასახელება;

ბ.ვ) გეგმით გათვალისწინებული დანიშნულების ადგილზე მისვლის თარიღი და დრო (მითითებული უნდა იყოს შესაბამისი ადგილობრივი თარიღი და დრო);

ბ.ზ) მგზავრთა საერთო რაოდენობა;

ბ.თ) თითოეული მგზავრის:

ბ.თ.ა) სახელი, გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი;

ბ.თ.ბ) სამგზავრო დოკუმენტის ტიპი, ნომერი, მოქმედების ვადა და გამცემი ორგანოს დასახელება;

ბ.თ.გ) სტატუსი (მგზავრი/ტრანზიტული მგზავრი);

ბ.თ.დ) ჩასხდომის ადგილი;

ბ.თ.ე) დანიშნულების ადგილი (მგზავრობისას);

ბ.თ.ვ) დასაჯდომად გამოყოფილი სპეციალური ადგილის ნომერი;

ბ.თ.ზ) PNR ნომრის აღმნიშვნელი უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი (რომელიც აღნიშნულია ავიახაზების შესაბამის სისტემაში);

ბ.თ.თ) ვიზის (არსებობის შემთხვევაში) ნომერი, გაცემის თარიღი და ადგილი;

ბ.თ.ი) ბოლო 1 წლის განმავლობაში ძირითადი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია (ქვეყანა/შტატი/რეგიონი, ქალაქი, მისამართი და საფოსტო კოდი), ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში;

ბ.ი) მგზავრთა ბარგის საერთო რაოდენობა და, არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ნომრები.

7. PNR ინფორმაცია ნიშნავს ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს, რომელიც შეიცავს ავიაგადამზიდველის მიერ რეისის ჯავშანთა დამუშავებისა და კონტროლისთვის აუცილებელ ინფორმაციას, მოცემულს დაჯავშნის სისტემაში, გამგზავრების კონტროლის სისტემაში ან ნებისმიერი ანალოგიური ფუნქციების მქონე სისტემებში, ხოლო API ინფორმაცია – ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს. ამასთან, PNR ინფორმაცია წარმოადგენს ძირითადად მგზავრის მიერ დაფიქსირებულ მონაცემებს, რომელთა შეცვლა საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი პირის მიერ დაუშვებელია.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წინასწარი ინფორმაციის:

ა) საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგი წესით:

ა.ა) PNR ინფორმაციის შემთხვევაში – პირველი შეტყობინება იგზავნება საჰაერო ხომალდის გეგმით გათვალისწინებულ გამგზავრებამდე/გამომგზავრებამდე 48 საათით ადრე, ხოლო მეორე შეტყობინება (მათ შორის, დაზუსტებული) – საჰაერო ხომალდის გეგმით გათვალისწინებული გამგზავრებისას/გამომგზავრებისას;

ა.ბ) API ინფორმაცია იგზავნება – საჰაერო ხომალდის გეგმით გათვალისწინებული გამგზავრებისას/გამომგზავრებისას;

ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე პრევენციის მიზნით;

გ) საგადასახადო ორგანოს მონაცემთა ბაზაში შენახვა ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადით, რის შემდეგაც ინფორმაცია იშლება/ნადგურდება ავტომატურად.

9. იმ შემთხვევაში, თუ PNR ინფორმაციის რომელიმე მონაცემი არ შეესაბამება API ინფორმაციის შესაბამის მონაცემს, საბაჟო კონტროლის განხორციელებისას უნდა გათვალისწინებულ იქნეს API ინფორმაციის მონაცემი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე