„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 01/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016597
50
01/06/2018
ვებგვერდი, 01/06/2018
280120000.22.026.016597
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №50

2018 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების №7 დანართის მე-8 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8

გენერალური შტაბის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (გარდა სამხედრო დაზვერვისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტებისა), გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის მეთაური, გენერალური შტაბის მთავარი სერჟანტი, სამხედრო მართვის ცენტრის (სამმართველო) უფროსი, გენერალური შტაბის ცალკეული სამმართველოს უფროსი, სარდლობის შტაბის უფროსი, სარდლობის მთავარი სერჟანტი/სარდლობის სერჟანტი, ესკადრილიის შტაბის უფროსი (მფრინავი), სამედიცინო პოლიკლინიკის (ასეულის) უფროსი, ბაზის მეთაური/უფროსი, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სერჟანტი, ცენტრის სერჟანტი (მთავარი სერჟანტი), გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტი, სკოლის მეთაური/უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკი) (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი, ეროვნული გვარდიის სერჟანტი, ეროვნული გვარდიის მართვის ცენტრის უფროსი, სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის უფროსი-მთავარი დირიჟორი, ბრიგადის შტაბის უფროსი, ბრიგადის სერჟანტი, ცენტრის უფროსი/მეთაური (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ბატალიონის მეთაური (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ესკადრილიის მეთაური, სამხედრო პოლიციის მთავარი სერჟანტი, სსიპ-ის მთავარი სერჟანტი/სსიპ-ის სერჟანტი, სსიპ-ის მიმართულების უფროსი, ცენტრალური საკომანდო პუნქტის უფროსი, ცენტრალური საკომანდო პუნქტის სერჟანტი, შერეული საავიაციო ესკადრილიის სერჟანტი, რაზმის სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების ძალების სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონის სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების ძალების სკოლის სერჟანტი.

500

“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 25 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია