დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.148.016509 |
|
„გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/04/2018; 010250050.35.148.016478) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმები და მათი გაფორმების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმები და მათი გაფორმების წესი“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 1-ლი მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და მათი გაფორმების წესის რეგულირების სფერო“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გორის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმები და მათი გაფორმების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს გორის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) საკრებულოს და მერიის, მათი აპარატის, სტრუქტურული ერთეულების და მერის წარმომადგენლების უნიფიცირებული დოკუმენტების სახეებსა და მათი გაფორმების სტანდარტებს. მისი მოქმედება ვრცელდება როგორც ქაღალდზე შესრულებულ, ისე ელექტრონულ დოკუმენტებზე.“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლი ჩმოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საქმისწარმოების სამართლებრივი საფუძვლები 1. საქმისწარმოების სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის № დადგენილებით, „გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებით, აგრეთვე ამ დადგენილებით. 2. საქმისწარმოებაში ამ დადგენილებით განსაზღვრული უნიფიცირებული დოკუმენტების გარდა, სხვა სახის დოკუმენტების შედგენა დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და საქმისწარმოებისას წარმოქმნილი საჭიროებისას.“; ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. წესის მოთხოვნათა დაცვა“; თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განმარტებითი ბარათის კანონით და ამ წესის შესაბამისად შედგენას უზრუნველყოფს პროექტის ავტორი ან პროექტის ინიციატორი.“; ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დოკუმეტის დასახელება (მიეთითება ამ წესით განსაზღვრული უნიფიცირებული ფორმის სახელწოდება);“; კ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბლანკზე არსებული და ხელით დატანილი რეკვიზიტების გარდა დოკუმენტზე გამოყენებული რეკვიზიტებისათვის შესაძლებელია ქაღალდზე ამობეჭდილი დოკუმენტებისათვის გამოყენებულ იქნეს შტამპები. შტამპის სახით არსებული რეკვიზიტები განისაზღვრება ამ წესით.“; ლ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. რეკვიზიტი ,,დამტკიცების გრიფი“ 1. რეკვიზიტი ,,დამტკიცების გრიფი“ დოკუმენტზე დაიტანება დამკვირვებლის პოზიციიდან დოკუმენტის ზედა მარჯვენა კუთხეში 3X5 ზომით, რომელიც შეიცავს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) წარწერა ,,ვამტკიცებ“; ბ) უფლებამოსილი პირის თანამდებობის დასახელება, გვარი და სახელი; გ) თარიღის აღმნიშვნელი წარწერა: ,,(..) (..............) (....) წ.“; დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ფაქსიმილე. 2. ელექტრონულ დოკუმენტებზე „დამტკიცების გრიფის დატანა ხორციელდება საოფისე პროგრამების მეშვეობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები