„გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 62
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016508
62
25/05/2018
ვებგვერდი, 04/06/2018
010250050.35.148.016508
„გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №62

2018 წლის 25 მაისი

ქ. გორი

 

,,გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი  და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის 34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/04/2018,   010250050.35.148.016480) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  ა) დადგენილების მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „გორის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, გორის  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზებისა და გზების ტრანსპორტისაგან განტვირთვის მიზნით.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ვ“ და „პ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) პარკირების პირობები − პარკირების დაშვება/შეზღუდვა/აკრძალვა გარკვეული დროით, აგრეთვე გარკვეული პირობებით, პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი, ამ პირობების კომბინაცია ან რაიმე სხვა პირობები;“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარკირების ადგილებზე დაყენების ხერხის დარღვევით პარკირება დასაშვებია იმ სატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიყენება:

ა) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ან ლიკვიდაციისათვის;

ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის;

გ) ნებადართული სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის;

დ) დაგვა-დასუფთავებისათვის;

ე) ინკასაციისათვის;

ვ) ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის;“

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე–2 პუნქტში ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებებისათვის  პარკირების ადგილებზე დაყენების ხერხის დარღვევით პარკირება დასაშვებია იმ დროით, რომელიც საჭიროა შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად.“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ადგილები, სადაც პარკირება აკრძალულია, აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით ან/და საგზაო მონიშვნებით.“;

თ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პარკირების ადგილები აღჭურვილი უნდა იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, საგზაო მონიშვნებით და დამატებითი ინფორმაციის ნიშნებით (დაფებით).“;

ი)   დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის  მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

კ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის  მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემა შეიძლება მოხდეს პირდაპირი განკარგვის წესით, ხოლო პარკირების ორგანიზების უფლება, პირდაპირი განკარგვის წესით, შეიძლება გაიცეს უსასყიდლოდ.“;

ლ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის  მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს  გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.“;

ნ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის მოთხოვნასთან ერთად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები გორის მუნიციპალიტეტის მერიას წარმოუდგენენ პარკირების ადგილების მოწყობის ესკიზურ პროექტს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს პარკირების ადგილების კეთილმოწყობისა და პარკირების ადგილებზე ავტომანქანების დგომის წესებს (მართობული დგომა, 45-გრადუსიანი დგომა, 90-გრადუსიანი დგომა), თუ პარკირების ადგილებისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, უკვე დადგენილი არ არის აღნიშნული წესები ან/და მიზანშეწონილია ავტომანქანების დგომის უკვე დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესების დადგენა.“;

ო) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის  მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

პ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემისას, პარკირების ადგილებით სარგებლობისათვის, რომელსაც მოიცავს პარკირების ორგანიზების უფლება, აკრძალულია რაიმე სახის საფასურის დაწესება.“;

ჟ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის  მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტები და მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს;

რ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გარიგებათა გაფორმება და მათი გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტა“

ს) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას მხარეებს შორის ფორმდება პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე წერილობითი ხელშეკრულება.“

ტ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით, ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს წარმოადგენს პარკირების ორგანიზების უფლების, პირდაპირი განკარგვის წესით   გადაცემის თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი თანამდებობის პირის ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი.“;

უ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის  მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ფ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პარკირების ორგანიზების უფლების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მხარეთა უფლება-მოვალეობებს.“;

ქ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობები წარმოადგენს სახელშეკრულებო პირობებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი გათვალისწინებული არ არის ხელშეკრულებით.“;

ღ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ყ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც ადგილს, რომელსაც მოიცავს გადაცემული პარკირების ორგანიზების უფლება, აღარ განსაზღვრავს პარკირების ადგილად (მხოლოდ ამ პარკირების ადგილის ნაწილში).“;

შ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, და „გ“ ქვეპუნქტებით ხელშეკრულების გორის მუნიციპალიტეტის  მიერ ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს არ დაუბრუნდება უკვე გადახდილი საფასური და არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით.“;

ჩ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პარკირების ორგანიზების უფლების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას გარიგების გაფორმებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.“;

ც) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ძ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ჭ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ჯ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7  პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე