„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 03/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016401
51
25/05/2018
ვებგვერდი, 04/06/2018
010250020.35.169.016401
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №51

2018 წლის 25 მაისი

ქ. დედოფლისწყარო

 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.169.016339) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების  პირველი მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„1. დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული და შესყიდვების  სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  საფუძველზე და არის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს: მერიის  საქმისწარმოებას; ადამიანური რესურსების მართვას; მერიის ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყდვების შესახებ“ შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას; მერიის  ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; მოქალაქეთა ინფორმირებულობას, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მეშვეობით; დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირებას; საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. “

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„მუხლი 3. სამსახურის  ფუნქციები

1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის მერიის  კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;

ბ) მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;

გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ სამსახურებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან;

დ) მერის   დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;

ე) სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადებას;  მერიის   სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე  მერიის    სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას;

ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;

თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;

ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, მერიის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;

კ)  მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას „ერთი ფანჯრის“  პრინციპის დაცვით;

ლ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;

მ)  მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

ნ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

ო) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;

პ) ორგანიზებას უწევს საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან მუნიციპალიტეტის მერიის ურთიერთობას;

ჟ) კოორდინაციას უწევს მერიის თანამდებობის პირების და მერიის მოსამსახურეთა შეხვედრას საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან;

რ)  საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას;

ს) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

ტ) მოქალაქეთა ინფორმირებულობას მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მეშვეობით;

უ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირებას;

ფ) საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის თანახმად, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას;

ქ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

2. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას უზრუნველყოფს  პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე, რომელიც განისაზღვრება მერის ბრძანებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი