დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.153.016452 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010260020.35.153.016405 08/02/2018), კერძოდ:
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილება; ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განყოფილება“. 2. დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 6. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) შემოწმებას მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუნტაციასთან შესაბამისობაზე. კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე; კონტროლს შენობა-ნაგებობის გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვაზე; ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და შემდგომ რეაგირებას; გ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტიკის უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას და მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებას; დ) მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე ზედამხედველობას; ე) მშენებლობის მონაწილეებზე მითითების გაცემას, როგორც სამშენებლო ნორმების და/ ან სხვა დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული და/ან შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობს დადგენილ (პროექტით გათვალისწინებულ) მოთხოვნებს; ვ) მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, დამრღვევის შემოწმებას და შემოწმების აქტის შედგენას; ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მშენებლობის დამკვეთსა და/ან მშენებელი ორგანიზაციისგან დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარების მოთხოვნას; თ) სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, მერისთვის წინადადებების წარდგენას, საჭიროების შემთხვევაში, ერთჯერადი კონსულტაციისთვის უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლების, მეცნიერების, სპეციალისტების, ექსპერტების მოწვევის თაობაზე; ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე სრულ მონიტორინგს და ტექნიკურ ზედამხედველობას; კ) მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეკრულებით დადგენილ პირობებთან შესაბამისობის კონტროლს; შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადის განსაზღვრას და აღნიშნულზე მერის ინფორმირებას; ლ) ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში შესაბამისი მითითების მიცემას. საჭიროების შემთხვევაში, მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას და აღნიშნულზე მერის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ინფორმირებას; მ) შეუსრულებელი სამუშაოების ხარისხის ეტაპობრივ კონტროლს; შესაბამისი საფუძვლის არსებობისას სამშენებლო კომპანიის მიერ წარმოდგენილი შესრულების აქტის დადასტურებას; ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე მერისთვის ინფორმაციის წარდგენას; ო) საჭიროების შემთხვევაში, მერისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და საჯარიმო სანქციების გამოყენების თაობაზე წინადადებების მიწოდებას; პ) საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას; ჟ) ფარული სამუშაოების შესრულებაზე დაკვირვებას და შესაბამისი აქტის დამოწმებას; შუალედური და საბოლოო სამუშაოების შესრულების აქტების (ფორმა №2)განხილვას და მათზე შემდგომ რეაგირებას; რ) მიმდინარე სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისობაზე კონტროლს; ს) წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების განხილვას და შესაბამის რეაგირებას; ტ) მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების აღრიცხვას; უ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 150-ე, 1501, 152-ე, 1534, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის და სხვა საჭირო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვის ჟურნალის წარმოებას; ფ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღრული სხვა ფუნქციების განხორციელებას“. 3. დებულების მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები