„ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №127 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №127 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016323
47
25/05/2018
ვებგვერდი, 04/06/2018
010250050.35.124.016323
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №127 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №47

2018 წლის 25 მაისი

ქ. ბაღდათი

 

 

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №127 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №127 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნეს  www. matsne. gov.ge, 03/10/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016102) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის (ვებგვერდის ადმინისტრირება):

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.“;

ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისათვის“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვებგვერდზე განსათავსებლად, სავალდებულოა შესასრულებლად მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის.“.

2. მე-3 მუხლის  (ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი)  მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია.“.

3. მე-4 მუხლის (ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება):

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორგანოები, მუნიციპალიტეტის იურიდიული პირები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  საჯარო დაწესებულებები,  მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით, ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა, სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება ამ წესის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით.“.

4. მე-5 მუხლის  (ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა):

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა მოიცავს: ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, სამართლებრივი აქტების, ჩატარებული ტენდერების, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარი სიახლეებისა და სხვა სახის ინფორმაციას.“;

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მუნიციპალიტეტის მერია;“.

5.  მე-6 მუხლის  (ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა):

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის ვებგვერდი იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:

ა) მუნიციპალიტეტის მერიის  დებულება;

ბ) მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);

გ) მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურა;

დ) მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულები (სტრუქტურული ერთეულის დებულება, პერსონალური შემადგენლობა სამსახურის ტელეფონის ნომრების მითითებით);“;

ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებები;

გ) მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანებები;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე