„ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, ძაღლისა და კატის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარეთ ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 03/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016321
45
25/05/2018
ვებგვერდი, 31/05/2018
010250020.35.124.016321
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, ძაღლისა და კატის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარეთ ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №45

2018 წლის 25 მაისი

ქ. ბაღდათი

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, ძაღლისა და კატის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარეთ ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ “ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, ძაღლისა და კატის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარეთ ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 სექტემბრის №50 დადგენილებაში  (საკანონმდებლო მაცნე,  www. matsne. gov.ge, 29/09/2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016166) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1 . დადგენილების მე-5 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 5

დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს აწარმოონ საინფორმაციო უზრუნველყოფა მათ სამოქმედო ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, ძაღლისა და კატის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიების შესახებ.“.

2. დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს ოპერატიულად უზრუნველყონ ინფორმაციის მიწოდება ააიპ – „ბაღდათის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანებისათვის“ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი პირუტყვის შესახებ.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8

იზოლირებული ცხოველის  მესაკუთრე  ვალდებულია,  კანონით  დადგენილ ვადაში მიაკითხოს ა(ა)იპ – ბაღდათის კეთილმოწყობის დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების სამსახურს  და წარუდგინოს ცხოველის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ცნობა). მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე