„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016319
43
25/05/2018
ვებგვერდი, 31/05/2018
010250050.35.124.016319
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2018 წლის 25 მაისი

ქ. ბაღდათი

 

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის N 36 დადგენილებაში   (საკანონმდებლო მაცნე  www. matsne. gov.ge, 02/06/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.124.016152) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1 . პირველი მუხლი ( ზოგადი დებულებანი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.“.

2. მე-3  მუხლი (საბჭოს შემადგენლობა):

ა) მე-2  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს თავმჯდომარეა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის  მოადგილე, რომელიც არის სოციალური საკითხების კურატორი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. თავმდჯომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის  მოადგილე.“;

დ) მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი;

ბ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი;

გ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და  სპორტის სამსახურის უფროსი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების 6 (ექვსი) წარმომადგენელი, რომელსაც ამტკიცებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი.“.

3. მე-5 მუხლი (საბჭოს უფლებამოსილება):

ა) პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით;“;

„დ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შ.შ.მ. პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება;“.

„კ) შშმ პირებთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება;“;

„ლ) შ.შ.მ. პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენა;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები.“.

4. მე-11 მუხლი (საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას (დადგენილებას) მერის (საბჭოს თავმჯდომარის) წარდგინების საფუძველზე იღებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე