„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 28/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016317
41
25/05/2018
ვებგვერდი, 31/05/2018
010250050.35.124.016317
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2018 წლის 25 მაისი

ქ. ბაღდათი

 

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების  შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №26 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე www. matsne. gov.ge, 03/05/2017წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.124.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-4 მუხლის (საბჭოს სხდომა)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.საბჭოს სხდომაზე გასატანი საკითხების მომზადებას კოორდინაციას უწევს და საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ადგენს საბჭოს მდივანი“.

2. მე-5 მუხლი (საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს  აპარატის უფროსი და საბჭოს მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე