დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულებისა და სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.124.016316 |
|
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულებისა და სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
|
| მუხლი 1 |
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულებისა და სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №129 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 03/10/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.124.016104) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. პირველი მუხლის (ზოგადი დებულებანი) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისია (შემდგომში – კომისია) წარმოადგენს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დროებით კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას“. 2. მე-2 მუხლის (კომისიის სტრუქტურა, მუშაობის წესი და უფლებამოსილება) ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომისიას თავმჯდომარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და, ასევე, საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს თანამდებობის პირები მოწვევით“. 3. მე-3 მუხლის (კომისიის მუშაობის წესი) ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს მერიაში ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან შემოსული განცხადება ან შეტყობინება, რომელზედაც შესაძლოა სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნეს თანხა“. ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უფლებამოსილი პირი (სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) მუნიციპალიტეტის მერის დავალებით განცხადებაში მითითებული საკითხის ან შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის ირგვლივ მოძიებულ მასალას სათანადო დასკვნასთან ერთად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს“. გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიას მასალები განსახილველად წარედგინება სხდომამდე ერთი დღით ადრე მაინც, მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერი პირადად იღებს გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის შესახებ კომისიის მოწვევის გარეშე“. 4. მე-4 მუხლის (კომისიის სხდომა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის საკითხის განსახილველად“. 5. მე-6 მუხლის (სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა) ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა ხდება მუნიციპალიტეტის მერის (კომისიის თავჯდომარის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელსაც გამოსცემს ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის სხდომის ჩატარების შემდეგ, ან/და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერი პირადად იღებს გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების გამოქვეყნებისთანავე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ბრძანებაში მითითებული თანხით ამცირებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები