დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.124.016315 |
|
„ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №34 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნეს www.matsne.gov.ge 02/06/2015წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016150) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1 . მე-2 მუხლის („ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარდგენა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი სუბიექტები კანდიდატურას წარუდგენენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პატივგების კომისიას, რასაც წერილობითი სახით თან უნდა დაერთოს: ა) „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლი და დამსახურება. ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული მონაცემები; გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი და საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები; დ) საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორი ფოტოსურათი.“. 2. მე-3 მუხლის (მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისია) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. მუნიციპალიტეტის მერიის პატივგების კომისია.“. 3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდებაზე დასახელებული კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული პატივგების კომისია, რომელსაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“. 4. მე-4 მუხლის (პატივგების კომისიაში კანდიდატურების განხილვა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სწავლობს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს, სურვილებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს, ახდენს მათ შეჯერებას და რეკომენდაციას აძლევს მუნიციპალიტეტის მერს კანდიდატურისათვის „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების“ მინიჭების ან უარის თქმის თაობაზე.“. 5. მე-5 მუხლი (,,ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება): ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდებას ანიჭებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი მერიასთან არსებული პატივგების კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება, მოწმობის (დიპლომის) და მედლის გადაცემა ხდება დაწესებულ დღესასწაულზე „ბაღდათობის“ ზეიმზე ყოველწლიურად ან წელიწადის ნებისმიერ დროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭება საპატიო მოქალაქის წოდება, შესაბამის მოწმობას (დიპლომს) და მედალს გადასცემს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი.“. 6. მე-6 მუხლის (ბაღდათის საპატიო მოქალაქის უფლებები) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წინაშე დააყენონ საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი ბაღდათლების თვითრეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები