„ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N07 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N07 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.131.016252
30
25/05/2018
ვებგვერდი, 30/05/2018
010250050.35.131.016252
„ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N07 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2018 წლის 25 მაისი

ქ. ქობულეთი

 

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის №07 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო დგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის №07 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი დამტკიცდეს დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი



დანართი N1
.

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების, ჩამორთმევის სამართლებრივ საფუძვლებსა და მისი განხილვის წესს.

2. ქობულეთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ შესაბამისად.

3. ქობულეთის საპატიო მოქალაქეობა, მოქალაქის თანხმობით შეიძლება მიენიჭოს:

ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ან ქვეყნის წინაშე;

ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს - განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს ან ქობულეთის მუნიციპალიტეტის წინაშე.


მუხლი 2. საპატიო მოქალაქისწოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის

წამოყენების უფლება აქვს:

ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;

ბ) მუნიციპალიტეტის მერს;

გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;

ე) საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1 %-ის ხელმოწერით.

2. კანდიდატის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთვოდეს:

ა) „საპატიო წოდების” მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;

ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;

გ) კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი დოკუმენტები;

დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

3. ყოველწლიურად „საპატიო წოდება“ მიენიჭება 3-5 წარდგენილ კანდიდატს.


მუხლი 3. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება
1. ამ წესის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს.

2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება 9 წევრისაგან, კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთაგან – 3 წევრი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატთაგან – 3 წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა – 3 წევრისაგან.

3. სამუშაო ჯგუფი საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომელიც წარედგინება  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერს;

4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები ჩაიწერება „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წიგნში, რომელიც ინახება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

6. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის” დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია.


მუხლი 4. საპატიო მოქალაქის ჩამორთმევა და გაუქმება
1. პირს შეიძლება ჩამოერთვას „საპატიო მოქალაქის“ წოდება , თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული;

ბ) ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ-ეთიკურ ნორმებს.

2. პირს შეიძლება გაუუქმდეს საპატიო მოქალაქის წოდება საკუთარი ინიციატივით, წერილობითი განცხადების საფუძველზე.

3. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.


მუხლი 5. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობის ფორმა
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობა წარმოადგენს ყდაში ჩასმულ შუაზე გადაკეცილ ფორმატს, რომლის წინა მხარეს, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გამოსახულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო შიგნით, მარცხენა მხარეს, ცენტრში დატანილია წარწერა: „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე“, მარჯვენა მხარეს, „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის სახელი და გვარი, საპატიო წოდების მინიჭების თარიღი, ასევე მერის სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები (რომლითაც განხორციელდა მინიჭება), ხელმოწერა და მერიის ბეჭედი.