დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №8-22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19-63 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.016512 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №8-22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №8-22 დადგენილებაში (ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 04/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016446) და დადგენილების პირველი მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტით დამკტიცებული „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რებილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი №3): ა.ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვამდე ბოლო 3 წლის (2 წლის ასაკის ბავშვის შემთხვევაში – ბოლო 2 წლის) განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულნი, მათ შორის, ისეთი პირები, რომლებსაც ამ 3 (2 წლის ასაკის ბავშვის შემთხვევაში – 2 წლის) წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში;“; ა.ბ) მე-2 მუხლის მე-2 და მესამე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ მომსახურებებს და ღონისძიებებს: ა) აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა; ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასებისა და გეგმის წარდგენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში, ხოლო ინდივიდუალური გეგმის ცვლილების შემთხვევაში, კორექტირებული გეგმის წარდგენა არაუგვიანეს შეცვლილი ინდივიდუალური გეგმის თვის წინა თვისა;“; გ) ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის, ერთიანი საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად, მოსარგებლისათვის სეანსის მიწოდებას (მ.შ. გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ, მეტყველების თერაპია, ოკუპაციური/სენსორული თერაპია და სხვა); დ) ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კონსულტირება; ე) 6 თვეში ერთხელ ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის გაწეული თერაპიის შედეგების შეფასება/გადაფასება საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიების გამოყენებით (მ.შ. ABLLS-R, VB-MAPP და სხვა.) და ანგარიშის ელექტრონული სახით წარდგენა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში, აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ 2 თვის განმავლობაში.“ 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურებების დაფინანსება: ა) ქვეპროგრამის მოსარგებლის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის კორექტირება; ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის თვეში არაუმეტეს 20 სეანსის მიწოდება, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად. თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 1 საათს; ბ.ა) წლიური გეგმის შესაბამისად, თვეში 20 სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეადგენს: ბ.ა.ა) 2-7 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – არანაკლებ 14 სეანსისა; ბ.ა.ბ) 8-12 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – არანაკლებ 12 სეანსისა; ბ.ა.გ) 13-15 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – არანაკლებ 10 სეანსისა. ბ.ბ) წლიური გეგმის შესაბამისად, თვეში 20-ზე ნაკლები სეანსის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეადგენს: ბ.ბ.ა) 2-7 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – სეანსების ოდენობის არანაკლებ 7/10; ბ.ბ.ბ) 8-12 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – სეანსების ოდენობის არანაკლებ 6/10; ბ.ბ.გ) 13-15 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებისათვის – სეანსების ოდენობის არანაკლებ 5/10; ბ.გ) ამასთან, მშობლის თანხმობის შემთხვევაში, სეანსის ჩატარება თვეში ერთხელ შესაძლებელია განხორციელდეს განსხვავებულ გარემოში; გ) ქვეპროგრამის მოსარგებლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კონსულტირება.“ ა.გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში ფინანსდება არაუმეტეს 850 ბენეფიციარი.“; ა.დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მოსარგებლეთა ჩართვა ქვეპროგრამაში და ვაუჩერის გაუქმება 1. ქვეპროგრამაში მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მიმწოდებელის მიერ ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარმოდგენილი სიის შესაბამისად და ქვეპროგრამაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას. 2. მიმწოდებელი, ქვეპროგრამაში ჩართვისას, ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარმოადგენს სიას მასთან აღრიცხვაზე მყოფი იმ პირების შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. 3. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის სიას თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში – აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ბოლო 3 წლის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი); დ) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის ქვეპროგრამის მიმწოდებელთან წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე და მასში მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი, სულ მცირე, ADOS ტესტირების შედეგი. 4. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ქვეპროგრამის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ქვეპროგრამის მოსარგებლე რეგისტრირდება ქვეპროგრამის „აუტიზმის შეტყობინებისა და მართვის ელექტრონულ მოდულში“. 5. ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად მიმწოდებლის რეგისტრაციის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. 6. ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით დაინტერესებულმა პირმა (მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი) უნდა მიმართოს მიმწოდებელს განცხადებით. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მიმწოდებელი, დადგენილი ლიმიტის ფარგლებში გაჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, მიმართავს განმახორციელებელს პირის ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით. ქვეპროგრამაში ჩართვისას პრიორიტეტი მიენიჭება იმ პირს, რომელმაც უფრო ადრე მიმართა მიმწოდებელს განცხადებით. 7. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მონიტორინგის განყოფილების მიერ მონიტორინგის შედეგად გაკეთებული დასკვნის საფუძველზე განმახორციელებელი უფლებამოსილია მიმწოდებელს უარი განუცხადოს ვაკანტური ადგილების დამატებაზე. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია, გარდა იმ პირების დოკუმენტაციისა, რომლებიც უკვე წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოსარგებლედ ცნობის კრიტერიუმებს. 9. მოსარგებლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გააჩნია არჩევანის უფლება მიმწოდებელი დაწესებულების არჩევისას. 10. მოსარგებლეს აქვს უფლება, ერთჯერადად შეიცვალოს დაწესებულება. ამისათვის, ის განცხადებით მიმართავს იმ მიმწოდებელ დაწესებულებას, რომელშიც სურს გადასვლა. ამასთან, მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში ვაკანტური ადგილის გაჩენის შემთხვევაში, პრიორიტეტი ენიჭება დაწესებულების შეცვლის მსურველ იმ მოსარგებლეს, რომელმაც უფრო ადრე მიმართა მიმწოდებელ დაწესებულებას განცხადებით. 11. იმ შემთხვევაში, თუ ქვეპროგრამით მოსარგებლეები გამოთქვამენ სურვილს დაწესებულებებში ერთმანეთისათვის ადგილის გაცვლასთან დაკავშირებით, შესაძლებელია მათ ავტომატურად გაცვალონ ადგილები. 12. ამ მუხლის მე-6, მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირის ქვეპროგრამაში მოსარგებლედ ჩართვა/დაწესებულების შეცვლა ხდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის თანხმობის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება საანგარიშგებო თვის 10 რიცხვის ჩათვლით. 13. მიმწოდებელი, ქვეპროგრამის „აუტიზმის შეტყობინებისა და მართვის ელექტრონული მოდულში“, ახორციელებს შეტყობინებას მოსარგებლისათვის ჩატარებული სეანსების შესახებ, კერძოდ პირველი სეანსის ჩატარებიდან 24 საათის განმავლობაში, ხოლო შემდგომი სეანსების შემთხვევაში – ჩატარებიდან 72 საათის განმავლობაში. 14. მოსარგებლისათვის გაცემული არამატერიალიზებული ვაუჩერის გაუქმების საფუძველია: ა) მოსარგებლის მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ გაცემულ ქვეპროგრამაში ჩართვის თაობაზე თანხმობაში მითითებული ვადის განმავლობაში; ბ) თვეში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 10%-ზე მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე (გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა); გ) მოსარგებლის დიაგნოზის შეცვლა/მოხსნა, რაც უნდა დასტურდებოდეს მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (ფორმა №IV-100/ა). 15. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული საფუძვლით, არამატერიალიზებული ვაუჩერი არ უქმდება, თუ: ა) გაცდენა გამოწვეულია მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობით (რაც დასტურდება ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით); ბ) გაცდენა გამოწვეულია მოსარგებლის აქტიური სოციალური სტატუსის ხელშეწყობის მიზეზით (კურორტული დასვენება, კულტურული, შემეცნებითი და სპორტული გასვლები), მაგრამ არაუმეტეს, 1 თვის ვაუჩერის პროპორციული სეანსების გაცდენა წლის განმავლობაში (აღნიშნული, მიმწოდებლის მიერ აღინიშნება საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოდგენისას); გ) გაცდენას მიზანშეწონილად მიიჩნევს მიმწოდებელი (ამასთან, გაცდენის დასაბუთება უნდა განახორციელოს მიმწოდებელმა ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წერილობითი მომართვით, რომელსაც თან დაერთვება მშობლის ახსნა-განმარტებითი ბარათი); დ) გაცდენა გამოწვეულია მიმწოდებელი დაწესებულების ფუნქციონირების დროებითი შეჩერების გამო (ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე მინიმუმ, ერთი თვით ადრე, წერილობით აცნობოს მოსარგებლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და ქვეპროგრამის განმახორციელებელს). 16. მოსარგებლის ქვეპროგრამიდან გასვლის შემთხვევაში, მისი ქვეპროგრამაში განმეორებით ჩართვა ხორციელდება ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად.“; ა.ე) მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ჰქონდეს ქვეპროგრამით გათვალისწინებული ყველა მომსახურების განხორციელების სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება; ბ) ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდის – ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი და სხვა – ჩართულობით უზრუნველყოფის შესაძლებლობა; გ) ჰყავდეს ქცევითი თერაპევტი (10 მოსარგებლეზე არანაკლებ 1 თერაპევტი. ამასთან, თუ ქცევითი თერაპევტი წარმოადგენს სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ დასაქმებულს, მას ჯამში ქვეპროგრამის ფარგლებში უნდა ჰყავდეს 10 მოსარგებლე), რომელიც არის ბავშვის ქცევითი აშლილობების მართვის უნარ-ჩვევების მქონე დიპლომირებული სპეციალისტი ფსიქოლოგიაში ან მომიჯნავე სპეციალობაში (სპეციალური პედაგოგი, პედაგოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი) და გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის ბაზისური მომზადების საერთაშორისო ან/და ადგილობრივი კურსი, რაც დასტურდება სერტიფიკატით ან/და შესაბამისი დოკუმენტით და აქვს ქცევითი თერაპიის დამოუკიდებლად ჩატარების სულ მცირე 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; დ) აუცილებელია, ყოველ 5 ქცევით თერაპევტზე ჰყავდეს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხის მქონე ერთი ქცევითი თერაპევტი (სუპერვაიზერი), გარდა ამისა, აუცილებელია ჰყავდეს, სულ მცირე, ერთი ქცევითი თერაპევტი (სუპერვაიზერი), რომელსაც აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის საერთაშორისო სერტიფიკატი (BCaBA, BCBA) გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმწოდებელი ქვეპროგრამაში 2018 წლის 1 მაისამდე უკვე იყო რეგისტრირებული; ამასთან, თუ სუპერვაიზერი წარმოადგენს სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ დასაქმებულს, ის ჯამში ქვეპროგრამის ფარგლებში ზედამხედველობას უნდა უწევდეს 5 ქცევით თერაპევტს და, შესაბამისად, არაუმეტეს 50 ბენეფიციარს უნდა მართავდეს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: დ.ა) ბავშვის/მოზარდის უნარების შეფასება/გადაფასება შესაბამისი საერთაშორისო მეთოდოლოგიის გამოყენებით (ინსტრუმენტები: ABLLS,VB-MAPP და სხვა); დ.ბ) ინდივიდუალური თერაპიული პროგრამის შედგენა; დ.გ) აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან დამოუკიდებლად მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება; დ.დ) სრულად გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის საერთაშორისო კურსი ან მომზადებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით; ე) ჰყავდეს დიპლომირებული სპეციალისტი ოკუპაციურ თერაპიაში ან მომიჯნავე სპეციალობაში (ფიზიოთერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი), რომელსაც გავლილი აქვს საერთაშორისო ან/და ადგილობრივი კურსი და აქვს ოკუპაციური/სენსორული თერაპიის დამოუკიდებლად ჩატარების სულ მცირე 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ვ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით (თითოეული მოსარგებლისათვის ერთიერთზე სერვისის განსახორციელებლად, მათ შორის, ოკუპაციური/სენსორული თერაპიის განსახორციელებლად); ზ) ჯგუფური სეანსის შემთხვევაში, ჯგუფში მოსარგებლეების მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს 2 და მაქსიმალური 4, ხოლო ყოველი 2 მოსარგებლისათვის უნდა იყოს გათვალისწინებული 1 შესაბამისი სპეციალისტი. 2. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და დაუშვებელია დოკუმენტალურად წარმოდგენილი სპეციალისტებისაგან გასხვავებული სპეციალისტების ჩართვა მომსახურების გაწევისას.“. ბ) „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი №6) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურების ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ (დანართი №7) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მიმწოდებლის ქვეპროგრამაში ჩართვის ან მიმწოდებლის მიერ მულტიდისციპლინური გუნდის დამატების შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს მიმდინარე საბიუჯეტო წლის 31 აგვისტომდე, რომლის ჩართვაც მოხდება მომდევნო საბიუჯეტო წლის 1 იანვრიდან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები