დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 203 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 28/05/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 28/05/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017098 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის: |
1.
მე-5 მუხლის 12პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ამ ინსტრუქციის №II-04 და №II-05 დანართებით გათვალისწინებული საქონლის, ორგანოთერაპიისათვის განკუთვნილი ორგანოების, თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი ადამიანური ან ცხოველური წარმოშობის ნივთიერებების, მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის, საფოსტო გზავნილების, სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონლის, წინასწარ დეკლარირებული საქონლის, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის, „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) 3.2. თავის A ცხრილით გათვალისწინებული საქონლის, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში გადაადგილებული საქონლის, დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები ხორციელდება პრიორიტეტული წესით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში.“. |
2.
მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული, აგრეთვე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის წარდგენით რეექსპორტში დეკლარირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს დეკლარაციის/საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.“. |
3.
№II-03 დანართის შემდეგ დაემატოს №II-04 და №II-05 დანართები თანდართული რედაქციით. |
4.
23-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი:
„მუხლი 231. პრიორიტეტები საქონლის გაფორმებისას ამ ინსტრუქციის №II-04 და №II-05 დანართებით გათვალისწინებული საქონლის, ორგანოთერაპიისათვის განკუთვნილი ორგანოების, თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი ადამიანური ან ცხოველური წარმოშობის ნივთიერებების, მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის, სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონლის, წინასწარ დეკლარირებული საქონლის, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის, „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) 3.2. თავის A ცხრილით გათვალისწინებული საქონლის, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში გადაადგილებული საქონლის, დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის გაფორმება ხორციელდება პრიორიტეტული წესით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 28 მაისიდან.
|
|
„დანართი №II-04
მცენარეთა და მცენარეული პროდუქტების ნუსხა, რომელთა მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და გაფორმების პროცედურები ხორციელდება პრიორიტეტული წესით
„.
„დანართი №II-05 ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის ნუსხა, რომელთა მიმართ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და გაფორმების პროცედურები ხორციელდება პრიორიტეტული წესით
„.
|
დოკუმენტის კომენტარები