სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/259
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 25/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 12/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 380040020.22.024.016561
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/259
25/05/2018
ვებგვერდი, 28/05/2018
380040020.22.024.016561
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/05/2018 - 11/06/2025)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/259

2018 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

 

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის,  საქართველოს მთავრობის 2016 წლის  11 თებერვლის  №70  დადგენილებით დამტკიცებული  „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის  „ო“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის  ფორმა (დანართი №1).
2. სალიცენზიო მოწმობა შედგენილ იქნეს 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა ლიცენზიის მფლობელს, ხოლო მეორე შეინახება ლიცენზიის გამცემ ორგანოში.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი