დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 93/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016303 |
|
„კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 220090000.18.011.016285) დამტკიცებულ „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისას ბანკის ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი კრედიტორი ან/და მოვალე არ განაცხადებს თანხმობას ან უარს აქტივის ან ვალდებულების სხვა ბანკისათვის გადაცემაზე, თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება. კრედიტორის ან/და მოვალის თანხმობა საჭირო არ არის, თუ აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისას არ უარესდება ლიკვიდაციის პროცესში მყოფ ბანკში აქტივებისა და ვალდებულებების მიმართ არსებული პირობები, კერძოდ, გადარიცხვისა და გატანის საკომისიოები.“. 2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ლიკვიდატორი ვალდებულია დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ლიკვიდაციის დაწყებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, ელექტრონულად მიაწოდოს სრული ინფორმაცია დაზღვეულ დეპოზიტორთა და მათი დეპოზიტების შესახებ ეროვნულ ბანკსა და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს შორის წინასწარ შეთანხმებული ფორმით.“. 3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დაზღვეული დეპოზიტების თანხის დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ გასაცემი ანაზღაურების ოდენობით შემცირებისას, პირველ რიგში უნდა შემცირდეს ლარში, ხოლო შემდეგ უცხოურ ვალუტაში დეპოზიტარის შესაბამის ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები. თუ დეპოზიტარის შესაბამის ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები ერთზე მეტ უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, ამ პუნქტით გათვალისწინებული შემცირება უნდა განხორციელდეს უცხოურ ვალუტაში არსებული ანგარიშებიდან ამ ანგარიშებზე არსებული თანხის მოცულობის შესაბამისი პროპორციით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები