მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე

მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 247
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.020562
247
23/05/2018
ვებგვერდი, 25/05/2018
360160000.10.003.020562
მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №247

2018 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

 

მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 11 აპრილის №2840-Iს დადგენილებით რატიფიცირებული „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“ სტოკჰოლმის კონვენციის მე-7 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის „ს“ ქვეპუნქტისა და ნარჩენების მართვის კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მდგრადი ორგანული დამბინძურებლების მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, „სტოკჰოლმის კონვენციის“ მოთხოვნების შესრულებისა და ქიმიური უსაფრთხოების ეფექტური სისტემის შექმნის მიზნით:

1. დამტკიცდეს თანდართული „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ 2018-2022 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა“ (შემდგომში – ეროვნული სამოქმედო გეგმა).

2. ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო).

3. სამინისტრომ ეროვნული სამოქმედო გეგმის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, ტექნიკური და ფინანსური დახმარების მიღების მიზნით, უზრუნველყოს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორ ქვეყნებთან.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი